მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში - მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით

news image
mbc image

მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით„დღის ქრონიკის“ წამყვანის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ აქტიურად იმუშავა, რომელი მოდელი იქნებოდა სწორი, რომლითაც უნდა იმუშაოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა.

„ეს იქნება სწორი პოლიტიკა, რომ პორტი იქნება ქართული, მაგრამ გვეყოლება პარტნიორები ოპერატორების სახით არაერთი სახელმწიფოდან, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოტანას, სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდგომში ოპერირებას. მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში.

ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ, რომ სწორად შეგვეფასებინა გაზრდილი და სამომავლო მოთხოვნიდან გამომდინარე, რა იქნებოდა ის სწორი მოდელი, რომლითაც უნდა იმუშაოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა. ამ პროცესში და კვლევებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგრძნობლად გაიზარდოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მოცულობებიც“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, 2029 წლისთვის სახელმწიფო ფიქრობს, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს მშრალი და ნაყარი ტვირთების სატერმინალო გამტარობის ზრდაზე.

„რეალურად ვსაუბრობთ საკმაოდ ხელშესახებ გაზრდაზე. დაახლოებით 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება მშრალი და გამტარი ტვირთების გამტარობა. წინა ვერსიის მონაცემები იყო დაახლოებით მილიონ ნახევარი. წარმოიდგინეთ რამხელა გაზრდაზე გვაქვს საუბარი. მათ შორის საკონტეინერო ტვირთების გაფართოებასაც განვიხილავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დახვდეს მზად იმ გაზრდილ ტვირთნაკადს, რომელიც აუცილებლად იქნება გლობალურად“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლენდლორდის" მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ - პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო - მარიამ ქვრივიშვილი

06.07.2026.18:53

„ძალიან დიდია დაინტერესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი, რაც ძალიან მისასალმებელია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, სადაც მინისტრმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენება მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის" მოდელით მოხდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ხედავს და წამყვანმა კომპანიებმა კარგად იციან, თუ რა მოდელით ოპერირებენ წარმატებული პორტები.

„ჩვენ მიერ არჩეული ახალი მოდელი, ეგრეთ წოდებული „ლენდლორდის" მოდელი, ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც საერთაშორისოდ აპრობირებულია. ასეთი მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. ამდენად, პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო. ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი ინტერესი უშუალოდ შუა დერეფანში ჩართული ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან და, რა თქმა უნდა, ჩინეთიდან.

ჩინეთი ყოველწლიურად აგენერირებს საკმაოდ დიდი მოცულობების ტვირთს, რა თქმა უნდა, მთავარი ტვირთნაკადი მოდის ჩინეთიდან, შემდგომ უკვე ყაზახეთიდან და ამდენად, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და აქვს იმას, რომ ჩვენ ვიხილოთ ჩინელი ოპერატორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში". - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა