მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) წარმატებით დაასრულა საქართველოში ლარში დენომინირებული კორპორატიული ობლიგაციების ყველაზე მასშტაბური განთავსება - ირაკლი გილაური

news image
mbc image

Georgia Capital PLC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით (GCAP) ირკვევა, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (JSC Georgia Healthcare Group (GHG), წარმატებით განათავსა 350 მილიონი ლარის ოდენობის უზრუნველყოფილი ობლიგაციები საქართველოს ბაზარზე. ობლიგაციები ნომინირებულია ლარში, აქვთ 5-წლიანი ვადიანობა და ცვლადი კუპონი, რომელიც განისაზღვრება თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთით (Non-Cumulative Compounded Daily TIBR) პლუს 375 საბაზო პუნქტი. ობლიგაციები გამოშვებულია ნომინალურ ფასში და Scope Ratings-ის მიერ შეფასებულია BB- რეიტინგით. ტრანზაქციის დარეგისტრირება მოსალოდნელია 2025 წლის 17 სექტემბერს, რის შემდეგაც მოხდება მისი მიღება საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

Galt & Taggart და TBC Capital იმოქმედეს ობლიგაციების განთავსების აგენტებად. ემისიას მხარს უჭერდნენ გრძელვადიანი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (IFI-ები) International Finance Corporation („IFC“) და Asian Infrastructure Investment Bank („AIIB“), ასევე ადგილობრივი ბანკები და საქართველოს საპენსიო ფონდი, რომლის მონაწილეობაც ფონდის ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციაა ერთ ადგილობრივ ობლიგაციაში.

მოპოვებული სახსრები გამოყენებული იქნება გამცემი კომპანიის არსებული გრძელვადიანი სესხების რეფინანსირებისა და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად, სოციალური ობლიგაციების ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად. ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ობლიგაციები კომპანიის ერთადერთ ბალანსზე არსებულ დავალიანებას წარმოადგენს.

Georgia Capital-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური | მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის მომსახურების ბიზნესმა წარმატებით დაასრულა საქართველოში ისტორიაში ყველაზე მსხვილი ლარში ნომინირებული კორპორატიული ობლიგაციების განთავსება. ტრანზაქციამ ინვესტორებისგან  ძლიერი მხარდაჭერა მიიღო, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზრები სწრაფად ვითარდება და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების Galt & Taggart-ისა და TBC Capital-ის მხარდაჭერის დახმარებით, ჩვენი ჯგუფისთვის მნიშვნელოვან ალტერნატიული დაფინანსების წყაროდ იქცა. მსურს მადლობა გადავუხადო მენეჯმენტს და ჩვენს გრძელვადიან პარტნიორებს IFC-ს, AIIB-ს და საქართველოს საპენსიო ფონდს, რომელთა ეფექტიანმა თანამშრომლობამ ეს ტრანზაქცია წარმატებულად აქცია. აღნიშნული ობლიგაციები ჩვენი ჯგუფისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განსაკუთრებულ წვდომას კაპიტალზე.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) ჯანდაცვის სექტორის ლიდერია ქვეყანაში და მოსახლეობას სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების ყველაზე ფართო სპექტრს  სთავაზობს. სწრაფად მზარდი, კერძო საკუთრებაში მყოფი ჯანდაცვის უმსხვილესი ეკოსისტემა ვერტიკალურად ინტეგრირებული ქსელია (ჰოსპიტლები, პოლიკლინიკები, მეგალაბორატორია) და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ პირებსაც ემსახურება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა