მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

მოხარული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვუმასპინძლე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრს და მათთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, თუ რა როლი აქვს ქვეყანას რეგიონში და მზად არის, იმოქმედოს როგორც კონსტრუქციულმა და საიმედო პარტნიორმა რეგიონული განვითარების პროცესში. უწყვეტი ეკონომიკური პროგრესი აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე პარტნიორების კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წინანდალში მიმდინარე საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმზე გამხსნელი სიტყვით გამოსვლისას.

სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან წელს მეშვიდედ ტარდება და მასში თურქეთისა და აზერბაიჯანის მაღალი დონის დელეგაციები მონაწილეობენ - თურქეთის დელეგაციას რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლატი ხელმძღვანელობს, ხოლო აზერბაიჯანის დელეგაციას - რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი. ამასთან, ღონისძიებაში სამივე ქვეყნის 300-ზე მეტი წამყვანი კომპანიაა წარმოდგენილი. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ბიზნესფორუმი უნიკალური პლატფორმაა სამმხრივ ფორმატში პარტნიორობის გასაძლიერებლად.

„ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობა კვლავაც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური პარტნიორობის, კეთილდღეობისა და რეგიონული დაკავშირებადობის წინსვლისთვის და ეს მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ფართო რეგიონისთვის. საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან 300-ზე მეტი წამყვანი და მსხვილი კომპანიის მონაწილეობა ხაზს უსვამს კერძო სექტორის დიდ ინტერესს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიმართ ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ფინანსები და ტურიზმი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეებს საშუალება აქვთ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დინამიკის და ტენდენციების, სხვადასხვა სექტორული ბაზრის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების და რეგიონული მასშტაბის პროექტების შესახებ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ბოლო წლების პროგრესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველო გლობალურად გამოირჩევა ძლიერი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით და ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3%-ს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველო 2026-2030 წლებშიც შეინარჩუნებს მნიშვნელოვნად მაღალ საშუალოვადიან ეკონომიკურ ზრდას 5,1%-ის მაჩვენებლით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში, სხვადასხვა სექტორში აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან არაერთი ბიზნესი აქტიურად საქმიანობს, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ღია და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, ისევე, როგორც იმედისმომცემ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღესდღეობით საქართველოში თურქული კაპიტალით 2805-ზე მეტი, ხოლო აზერბაიჯანული კაპიტალით 1660-ზე მეტი კომპანია ოპერირებს.

„ჩვენი მტკიცე პარტნიორობა მკაფიოდ აისახება ვაჭრობასა და ინვესტიციებში - აზერბაიჯანი და თურქეთი სტაბილურად რჩებიან საქართველოს წამყვან სავაჭრო პარტნიორებსა და მთავარ ინვესტორებს შორის. 2025 წელს თურქეთი იყო საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა სიდიდით მე-7 ადგილზე იყო. ამავდროულად, აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა 3,1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო თურქეთიდან წლების განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2,4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ბიზნესფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თანაორგანიზატორები კი Azpromo (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და Deik (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო).

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნად, 7.3%-მდეა გაუმჯობესებული საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც საქართველოს მთავრობის სწორი, თანმიმდევრული და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის აღიარებაა | ვახტანგ ცინცაძე

18.11.2026.15:11

„ევროკომისიამ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. კერძოდ, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 7.3%-ს შეადგენს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ასევე მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული როგორც 2027, ისე 2028 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. მისი თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში 2026 – 2028 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.2%-ს შეადგენს.

„აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ფაქტორები იქნება როგორც მოხმარების ზრდა, ასევე ინვესტიციების და ექსპორტის ზრდა. ინვესტიციები შენარჩუნდება მდგრად დონეზე, რასაც ხელს შეუწყობს როგორც კერძო ინვესტიციების, ასევე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების ტენდენცია. პოზიტიური მოლოდინებია ასევე მომსახურების ექსპორტის ზრდის მიმართულებით, უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურების ექსპორტის ზრდა ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 3%-ზე ქვემოთ შენარჩუნებას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არამხოლოდ ევროკომისიამ, არამედ სხვა არაერთმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა გაზარდა, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოხდა 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამ ტენდენციას საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, კერძოდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით ხსნის.

„მთავრობა ახორციელებს, ერთი მხრივ, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მეორე მხრივ, ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის განვითარებას, რისთვისაც არაერთი სახელმწიფო პროგრამა გვაქვს. მესამე მიმართულება სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. ეს არის საქართველოს მთავრობის სწორი, თანმიმდევრული და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის აღიარება, რაც ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და, საბოლოო ჯამში, აისახება ქვეყნის მაკროეკონომიკურ შედეგებზე", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა