მოლდოვა საქართველოდან მწვანე ენერგიის იმპორტით ინტერესდება
როგორ შეუძლიათ აზერბაიჯანსა და მოლდოვას, ითანამშრომლონ გლობალური განახლებადი ენერგიის სექტორში, მედიის წარმომადგენლის ამ შეკითხვას მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა უპასუხა .
„წელს მოლდოვა აპირებს პირველი აუქციონის ჩატარებას განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების მიზნით. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით და ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს აზერბაიჯანიდან. ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ მწვანე ენერგიის იმპორტით საქართველოდან და აზერბაიჯანიდან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (პროექტი) მეშვეობით.
მეორე მხრივ, მოლდოვის ენერგოეფექტურობის სააგენტო აპირებს აზერბაიჯანის სპეციალიზებულ სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. და ბოლოს, ჩვენ გვინდა განვახორციელოთ საბალანსო ელექტროსადგურის აშენების იდეა“,- განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა.
ამასთან, მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შავი ზღვი წყალქვეშა კაბელი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი.
„ეს არის პროექტი, რომელზეც 5-10 წლის წინ ვერც ვიოცნებებდით. უკრაინის ომმა მთლიანად შეცვალა ვითარება რეგიონში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირის მხარდაჭერით ამ პროექტით, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ შეძლებს რეგიონში ენერგორესურსების ხელმისაწვდომ ფასად შემოტანას. გარდა ამისა, ჩვენ შევძლებთ გვქონდეს მოქნილი სქემა აზერბაიჯანიდან და საქართველოდან მოლდოვასა და რუმინეთში ელექტროენერგიის მოპოვებისთვის.
2022 წლის მარტიდან მოლდოვამ და უკრაინამ სინქრონიზაცია მოახდინეს თავიანთი ქსელები ENTSO-E-სთან (ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი). ჩვენ ახლა ვმუშაობთ ურთიერთდაკავშირების სხვა პროექტების წინსვლაზე. ჩვენი მომავალი ევროკავშირშია, ევროპის ერთიან ბაზარზე“, - განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაც Black Sea Energy წყალქვეშა ელექტრული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, 1195 კმ სიგრძის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიმძლავრე 1000 მეგავატი იქნება.
კაბელით, აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთში, უნგრეთსა და დანარჩენ ევროპაში განხორციელდება.
პროექტი ამჟამად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავების ეტაპზეა, რომლის დასრულება 2023 წლის სექტემბერში იგეგმება.
კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია ამ პროექტისთვის 2,3 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826