მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

მოლოდინი გვაქვს, რომ პროექტების უმეტესობა განხორციელდება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ შეწყდა, ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები ჩნდება - ინგა ფხალაძე ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმების პატიებაზე

news image
mbc image

ენერგეტიკის სექტორში გაჩერებული საინვესტიციო პროექტების ამოქმედების მიზნით, მთავრობამ 160-მდე კომპანიას დაგროვილი პირგასამტეხლოებისა და ჯარიმების პირობითი პატიების შესაძლებლობა მისცა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ახალი ვადებითა და განახლებული ხელშეკრულებებით პროექტების უმეტესობა უნდა განახლდეს, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებიც ინვესტიციის გაგრძელებას აღარ გეგმავენ, პროექტის შეწყვეტისა და ჯარიმების ჩამოწერის შესაძლებლობა ექნებათ, რაც ბაზარზე ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენასაც განაპირობებს.

„მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებითაც. როგორც მოგეხსენებათ, საინვესტიციო პროექტები დარგში მიმდინარეობდა ისეთი ფორმით, რომ რეალურად ათობით პროექტი იყო დაგეგმილი განსახორციელებლად და ვერ ხორციელდებოდა, ვინაიდან ხდებოდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რის გამოც პროექტების მფლობელებს უგროვდებოდათ ჯარიმები, პირგასამტეხლოები. თუმცა, რომ არ მიმდინარეობდა ამ დაგეგმილი პროექტების განხორციელება, ის დაგეგმილი სიმძლავრეები, რაც ქვეყანას უნდა მიეღო არსებული პროექტების განხორციელებით, ვერ ემატებოდა სისტემას, რამაც ძალიან დიდი, დარტყმა მიაყენა სექტორს, იმიტომ რომ არ შეგვემატა ის სიმძლავრეები, რაც გვჭირდებოდა და რაზედაც შეთანხმებულები ვიყავით.

ეს პირგასამტეხლოები და ჯარიმები ისეთ ნიშნულზე ავიდა, რომ ბევრ კომპანიას უბრალოდ შესაძლებლობაც აღარ ჰქონდა, რომ გაეგრძელებინა პროექტის განხორციელება. ამისათვის მთავრობამ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ახალი ფურცლიდან ურთიერთობების ინიცირება ამ ხალხთან, რაც ნიშნავდა იმას, რომ მთავრობის განკარგულებით შესაძლებლობა მიეცა 160 დარღვევაში მყოფ კომპანიას, რომ ესარგებლა პირობითი პირგასამტეხლოს პატიებით და შესაბამისად, ახალი ვადებით, ახალ ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი, რის შედეგადაც დაიწყება განხორციელება პროექტების. ხოლო იმ ორგანიზაციებს და იმ კომპანიებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ არ გააგრძელონ პროექტის განხორციელება, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მოითხოვონ ჯარიმის პატიება, ყველაფერი ჩამოეწერებათ და პროექტიც შეწყდება. შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ უმეტესობა პროექტების გააგრძელებს ფუნქციონირებას და განხორციელდება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ შეწყდა პროექტი, აქ ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები ჩნდება სხვებისთვის, ან შეიძლება ისევ იგივე კომპანიისათვის“, - განმარტავს ინგა ფხალაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ვენჩურული ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის - შოთა ბერეკაშვილი

06.10.2026.20:36

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ვენჩურულ საინვესტიციო ფონდში - „500 Georgia, L.P." მონაწილეობასთან დაკავშირებული 2025 წლის ანგარიში მოისმინა.

აღნიშნული საკითხი კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს ფონდმა 1.8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია 18 სტარტაპში განახორციელა. დაფინანსებული სტარტაპები ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 33% - ხელოვნური ინტელექტის, 22% - პროგრამული უზრუნველყოფის, დაახლოებით 45% - სხვა ინდუსტრიების მიმართულებით.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ფონდის მთავარი ამოცანა ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა. მისი თქმით, „500 Georgia, L.P." დახურული საინვესტიციო ფონდია, რომელსაც წინასწარ განსაზღვრული ვადა აქვს - 10 წელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ფონდი თვითლიკვიდაციას განახორციელებს.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ფონდის ჯამური სამიზნე ზომა 20 მილიონი დოლარია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წილობრივი მონაწილეობა ფონდის ჯამური კაპიტალის 40%-ს არ აღემატება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ვენჩურული ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოში სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის.

„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ფონდი არაერთ წარმატებულ პროექტს განახორციელებს. წარმატებული პროექტების განხორციელება საქართველოში ახალი ვენჩურული ფონდების განვითარებისთვის კარგი საფუძველი იქნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას", – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა