მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სემეკის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკურ ინსპექტირებას დადებითად აფასებს

news image
mbc image

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილება - ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირების შესახებ დადებითად შეაფასა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო, რაც გულისხმობს სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობის შეფასებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს გამოსასწორებელი ვადები დაუწესდებათ, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება. ნინო გულეიშვილის თქმით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა მომხმარებელთა მომართვების საფუძველზე ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ მოკვლევა ჩაატარა.

„ბოლო პერიოდში ენერგოომბუდსმენის სამსახურში მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მომართვიანობა გაიზარდა. კერძოდ, მოქალაქეები საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოტანილ განცხადებებში აღნიშნავენ, რომ გაზრდილია ელექტროენერგიის არაგეგმიური წყვეტები, ადგილი აქვს ელექტროენერგიის ძაბვის ცვალებადობას, ძაბვის ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტებს და სხვა. საკითხის მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა ქსელების გაუმართაობისა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის პრობლემა. სემეკის გადაწყვეტილება გამანაწილებელი ქსელების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დააჩქარებს არსებული პრობლემების მოგვარებას. გვაქვს მოლოდინი, რომ სემეკის ჩართულობით მოკლე დროში მოხდება მიწოდების ხარისხისა და საიმედოობის გაუმჯობესება  , - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.  

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიმართავს მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მხრიდან მომსახურების კომერციული ხარისხის დარღვევის შემთხვევაში მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს თბილისში მისამართზე:  ა. მიცკევიჩის ქ. 27ბ, ან დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: (032) 242 01 90.

ასევე, მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაუკავშირდნენ რეგიონებში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლობებს. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ვებ-გვერდზე: www.pdci.org

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2026-2027 წლებში 1.9%-ით გაიზრდება

20.08.2026.19:00

Fitch-მა ხუთშაბათს აშშ-ის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „AA+“-ზე უცვლელად დატოვა, პროგნოზი კი „სტაბილურად“ შეაფასა. სააგენტომ გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავალი და აშშ დოლარის, როგორც მსოფლიოში წამყვანი სარეზერვო ვალუტის სტატუსი.

სააგენტოს განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა გაზრდილი ტარიფების, სახელმწიფო ხარჯების შემცირების, საზღვარზე კონტროლის გამკაცრებისა და პოლიტიკურ გაურკვევლობის ზრდის მიუხედავად. ეს, სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის შოკებისადმი გამკლავების უნარსა და ეკონომიკურ მოქნილობაზე მიუთითებს.

ამასთან, Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2026-2027 წლებში 1.9%-ით გაიზრდება, რაც 2025 წელს დაფიქსირებულ 2.8%-იან ზრდაზე დაბალია. სააგენტომ ასევე აღნიშნა შრომაზე მოთხოვნის შესუსტება და მიმდინარე წელს სამუშაო ადგილების შექმნის ტემპის მნიშვნელოვანი შენელება.

ინფლაცია კვლავ შეშფოთების საგნად რჩება. სააგენტო ელოდება, რომ 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.4% იქნება, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელზე მაღალია. ტარიფებმა საბაზისო საქონლის ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა მათი გავლენა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.

Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ზოგადი სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტი 2026 წელს მშპ-ის 7.4%-მდე გაიზრდება და 2027 წელსაც ამ დონეზე შენარჩუნდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა