მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.5%-მდე გაზრდის ალბათობა, წინა სხდომასთან შედარებით, უფრო მაღალია - TBC Capital

news image
mbc image

ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება

ეკონომიკური ზრდა აგვისტოში 6.3%-მდე შენელდა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო მაჩვენებელმა 7.6% შეადგინა, რაც 2026 წელს თიბისი კაპიტალის 7.4%-იანი ზრდის საბაზო სცენართან თანხვედრაშია. ამავე დროს, უახლესი ინდიკატორები სექტემბერში ძლიერ აქტივობაზე მიუთითებს: რეალური უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი აგვისტოსთან შედარებით მცირედით მაღალია, როგორც რეზიდენტების, ასევე არარეზიდენტების შემთხვევაში, ხოლო საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა ნარჩუნდება, სექტემბრის ბოლოს გარკვეულწილად ნორმალიზების მიუხედავად.

სტრუქტურის მხრივ, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურ ზრდას კვლავ დიდწილად მოხმარება განაპირობებდა, რომელზეც ჯამური ზრდის 70% მოდიოდა, გასული წლის პირველი ნახევრის მსგავსად. საპირისპიროდ, შემცირდა ინვესტიციების კონტრიბუცია, ხოლო წმინდა ექსპორტის - გაიზარდა. ამავდროულად, სექტორულ ჭრილში, ეკონომიკური ზრდის 96% მომსახურების სექტორებზე მოდიოდა, მათ შორის მხოლოდ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე 29%. მეორე მხრივ, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის კონტრიბუცია მხოლოდ 6% იყო, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, რადგან ამ საქონლის ღირებულების დიდი ნაწილი შესყიდულ ნედლეულსა და გაზრდილ ფასებზე მოდის.

სექტემბერში წლიური ინფლაცია უცვლელად 5.6%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა აღნიშნულს ძირითადად უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის თვიურად 33%-იანი კლება განაპირობებდა, რამაც წლიური ინფლაცია 0.8 პროცენტული პუნქტით (პპ) შეამცირა. ბენზინისა და დიზელის ფასების კონტრიბუცია აგვისტოს 1.1 პპ-დან სექტემბერში 1.5 პპ-მდე გაიზარდა, ნავთობზე გლობალურად მომატებული ფასების ფონზე. გარდა ამისა, თვიურად 1.5%-ით გაიზარდა საკვების გლობალური ფასების ინდექსი და, სექტემბრის მდგომარეობით, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციის პროგნოზზე საპირისპიროა: უმაღლესი სასწავლებლის გადასახადის კლება წლიურ ინფლაციას 2027 წლის სექტემბრამდე 0.8 პპ-ით შეამცირებს, ხოლო ნავთობისა და საკვების მზარდი ფასები პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ინფლაციის ფაქტორების დეტალურ ანალიზსა და საბაზო სცენარზე გავლენის შესახებ თიბისი კაპიტალი მკითხველს პუბლიკაციას უახლოეს დღეებში შესთავაზებს.

საყურადღებოა, რომ მას შემდეგ, რაც სებ-მა 9 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ფინანსური გარემო გლობალურად კიდევ უფრო გამკაცრდა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით გაზარდეს, ხოლო ბაზარი ორივე მათგანისგან დეკემბერში განაკვეთის დამატებით ზრდას ელოდება. მაღალ ნიშნულზე რჩება ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთებიც. უცხოური საპროცენტო განაკვეთების ზრდა ადგილობრივ და უცხოურ განაკვეთებს შორის დიფერენციალს ამცირებს და პოლიტიკის გამკაცრების მხარდამჭერი არგუმენტია, როგორც ეს თიბისი კაპიტალის აგვისტოს მიმოხილვაშიც იყო მითითებული. ამ ფონზე, სებ ლარის ლიკვიდობის შემცირების ინსტრუმენტებს, რომლებიც აგვისტოში აამოქმედა, სექტემბერშიც იყენებს. ჯამურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.5%-მდე გაზრდის ალბათობა, წინა სხდომასთან შედარებით, უფრო მაღალია.

აგვისტოში, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის პარალელურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა, ფულადი გზავნილების კლების მიუხედავად. ექსპორტის ძლიერი და იმპორტის სუსტი ზრდის ფონზე, სავაჭრო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. მართალია, სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია, თუმცა გასათვალისწინებელია იმპორტის გაძვირებაც, დიდწილად ნავთობზე გაზრდილი ფასების შედეგად. ამდენად, წმინდა შემოდინებებზე ეფექტი გაცილებით უფრო ზომიერია. სასაქონლო პროდუქციისა და ავტომობილების გამორიცხვით, ექსპორტის ზრდის ტემპი მაღალი რჩება, ძირითადად საკვებისა და სასმელების ხარჯზე. ამავდროულად, სწრაფი ფულადი გზავნილები აგვისტოში წლიურად 8.2%-ით შემცირდა, რაც, ევროკავშირის მიერ გადახდების სისტემა Zolotaya Korona-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან გზავნილების თვიურად 88%-ით და ყირგიზეთიდან თვიურად 73%-ით შემცირებას უკავშირდება. რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის გამორიცხვით, გზავნილები წლიურად 7.6%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში Unistream-ის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმაც რუსეთიდან გზავნილები თვიურად 42%-ით შეამცირა, თუმცა მომდევნო თვეებში გზავნილების დიდი ნაწილი სხვა სისტემებზე გადავიდა. მოსალოდნელია, რომ მოვლენები ამჯერადაც მსგავსი სცენარით განვითარდება, თუმცა რთულია ითქვას, რამდენად სწრაფად ან სრულად მოხდება გზავნილების ჩანაცვლება.

თავის მხრივ, ლარის ფასიან ქაღალდებზე არარეზიდენტების მოთხოვნა, საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის კლების მიუხედავად, კვლავ იზრდება. სექტემბრის მდგომარეობით, სახაზინო ობლიგაციების 12.9% არარეზიდენტების საკუთრებაში იყო, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 14 სექტემბერს საქართველოს სახაზინო ობლიგაციები J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში მოხვდა, რაც არარეზიდენტების მოთხოვნის დამატებითი მხარდამჭერი ფაქტორია.

აგრეთვე, აგვისტოში სავალუტო ბაზარზე სებ-მა 556 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 128%-ია. მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. საერთო ჯამში, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი დაახლოებით 2.60 ლარის დონეზეა მოსალოდნელი. თუმცა, როგორც წინა მიმოხილვებშიც იყო მითითებული, მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:  

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007722-macro-update-georgia

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სომხეთსა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, რასაც ძირითადად AI-სა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები განაპირობებდა | World Bank

06.10.2026.17:22

სომხეთსა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, რასაც ძირითადად AI-სა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები განაპირობებდა, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

ენერგორესურსებზე მაღალი ფასების, მომატებული გაურკვევლობისა და სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ექსპანსიის ფონზე, ეკონომიკური ზრდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2026 წელს, სავარაუდოდ, 2.2%-მდე შენელდება 2025 წლის 2.6 %-იანი ზრდის შემდეგ, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, სამუშაო ადგილებს, ფირმებსა და პროდუქტიულობას ეხება.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება საყოველთაო ხასიათისაა და რეგიონის ქვეყნების უმეტესობის სუსტ მაჩვენებლებს ასახავს. რუსეთის გამოკლებით, რომელზეც რეგიონის წარმოების დაახლოებით 40 პროცენტი მოდის, მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლების 3%-მდე შემცირება 2026 წელს 2025 წელს არსებული 3.7%-დან. გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე გაჩენილმა შეფერხებებმა გაცილებით მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, ვიდრე თავიდან იყო ნავარაუდები.

„რეგიონის განვითარებადი ქვეყნები კვლავაც იჩენენ მედეგობას, რაც განპირობებულია ენერგომოხმარების შემცირებული ინტენსივობით,, თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებითა და მაღალი შიდა მოთხოვნით“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიცდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ. მისივე თქმით: „პროდუქტიულობის ასამაღლებლად და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის კლების დასაბალანსებლად ქვეყნებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი გამოიყენონ საბაზისო საგანმანათლებლო და მენეჯერული უნარების გასაძლიერებლად და ამავდროულად, ამ ტექნოლოგიური ცვლილებისთვის შრომის ბაზრისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციების მოსამზადებლად“.

შრომის ბაზარზე ხელსაყრელმა პირობებმა, რეალური ხელფასების, ფულადი გზავნილების, ტურისტების რაოდენობისა და სახელმწიფო ინვესტიციების მატებამ ეკონომიკური ზრდა წაახალისა. სახელმწიფოს მხრიდან დროებითმა მხარდამჭერმა ღონისძიებებმა ნაწილობრივ შეაკავა ენერგორესურსების მაღალი ფასების ზემოქმედება შინამეურნეობებსა და ფირმებზე, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ამის გამო ფისკალური წნეხი უფრო მეტად გაიზარდა.

ცენტრალური აზია ყველაზე სწრაფად მზარდ ქვერეგიონად რჩება და მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 2026 წლის შეფასებით, 5.8%-ით მოიმატებს. ყირგიზეთის რესპუბლიკაში ზრდის მაჩვენებელი პროგნოზის მიხედვით 9.6% იქნება, ხოლო უზბეკეთში 7.9%. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში 2026 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3.1%-მდე მატება 2025 წელს არსებული 2.6%-თან შედარებით, პოლონეთი კი გამორჩეულად ინარჩუნებს ცენტრალურ ევროპაში ზრდის მაღალ მაჩვენებელს 3.6%-ის დონეზე. ამავდროულად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და ექსპორტის შეფერხების ფონზე, უკრაინაში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 1.2%-მდე შენელება .

ენერგომატარებლებზე ფასების მატებამ ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება განაპირობა. ხოლო ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და სხვა ქვეყნების მხრიდან მზარდი კონკურენცია უარყოფითად აისახება ექსპორტსა და სამრეწველო საქმიანობაზე, განსაკუთრებით, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვებში. ვაჭრობის შემდგომი შეფერხება, საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინაში, ენერგომატარებლებზე, ტრანსპორტზე და სასუქზე დანახარჯების შემდგომი მატება, გლობალური დაფინანსების გამკაცრებული პირობები, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ზრდა და ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები კვლავ მნიშვნელოვან უარყოფით რისკებად რჩება.

ხელოვნური ინტელექტის შესახებ გამოყოფილ სპეციალურ თავში, ანგარიში მიუთითებს, რომ ის უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე რეგიონს ამჟამად შეუძლია მისი ათვისება. ყოველი ხუთი დასაქმებულიდან ერთი, ძირითადად უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა კადრი, მუშაობს ისეთ პოზიციაზე, რომელზეც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა შესაძლებელი. ამჟამად ათი ფირმიდან ერთზე ნაკლები იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ისიც უმეტესწილად მარტივი ამოცანების შესასრულებლად. 

რეგიონს ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად ბევრი წინაპირობა აქვს, მათ შორის, თითქმის უნივერსალური მობილური დაფარვის, ენერგორესურსების ხელსაყრელი ღირებულებისა და ძლიერი ტექნიკური ნიჭის მქონე ადამიანების გამო. თუმცა, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ხელს უშლის საბაზისო საგანმანათლებლო და მენეჯერული უნარების, ინტეგრირებული და თავსებადი მონაცემებისა და გამოთვლითი სიმძლავრეების ნაკლებობა.

„მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის, ადაპტაციისა და ინოვაციის წარმმართველი ძალა, მის გამოსაყენებლად შრომითი რესურსების მომზადება პოლიტიკის შემმუშავებლებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ დაძლიონ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული გამოწვევები და უზრუნველყონ ეკონომიკური ზრდა. მომდევნო ათწლეულში ძირითადი რისკი, სავარაუდოდ, იქნება ხელოვნური ინტელექტის არასაკმარისი დანერგვა და ადაპტაცია რეგიონის მასშტაბით და არა გადამეტებული გამოყენება“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.

არსებული დარგების ეფექტიანობის ამაღლების გარდა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი პროდუქტების, სერვისების, პროფესიებისა და დარგების შექმნის ხელშეწყობა. ამის რეალობად ქცევის ორი მთავარი წინაპირობა არსებობს: გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები და კერძო კაპიტალის გაცილებით დიდი შემოდინება. მთავრობებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ასეთი ნაკადების სტიმულირებას გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაფართოების გზით, რითაც, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შეიქმნება გამოთვლითი სიმძლავრეების ექსპორტის შესაძლებლობები. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა