მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაშია - ოთარ ნადარაია

news image
mbc image

განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაშია, - აღნიშნულის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

,,თავისთავად, გასათვალისწინებელია, რომ მაღალია ინფლაცია, რაც პრობლემაა, თუმცა ინფლაციის პროგნოზი ამ ეტაპისთვის უფრო დამაიმედებელია. თუმცა ინფლაცია წელს მაღალ მაჩვენებლებზე დარჩება. ჩვენი ბოლო პროგნოზი დაახლოებით 5%-ზე მეტია, რაც საკმაოდ მაღალია, მაგრამ ის შოკი რამაც ეს გამოიწვია, ვგულისხმობ ახლო აღმოსავლეთის საკითხს, რაც ძალიან სამწუხაროა, ეს ამ ეტაპზე მილევადს ჰგავს - მცირდება ნავთობის ფასი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაისის ინფლაცია მართალია წლიური მაღალია, მაგრამ თვე-თვეზე თუ შევხედავთ ანუ მაისი აპრილთან სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, სამიზნესთან ყოველთვიური ინფლაცია ახლოს არის. ერთის მხრივ, ყოველთვიური საზომით ფასებმა დაკარგა სიძლიერე და მეორე მხრივ, რაც ახალი ინფორმაცია გვაქვს უფრო დამაიმედებელია მოლოდინები, რადგან ნავთობის ფასები მცირდება. ჩვენ ისედაც გვქონდა შემცირება ბრენტის დაახლოებით 80$-მდე წლის ბოლოს, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ შესაძლოა უფრო მეტადაც შემცირდეს. იმასაც ვიტყვი ამ კუთხით რომ წამყვანი ანალიტიკოსები, ვინც საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობენ, მაინც ჯერ-ჯერობით პროგნოზებზე ფრთხილობენ. მართალია პროგრესია, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ბევრი კითხვა რჩება იმ პრობლემური საკითხების ირგვლივ თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება”, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

06.10.2026.19:29

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით ქუმარ მიშრასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

მინისტრმა ინდოეთის ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა