მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეხმიანება იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ბოლო პერიოდში მიიღო - თამთა სოფრომაძე

news image
mbc image

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba2 დონეზე დადასტურება და პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური საფუძვლებისა და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა სოფრომაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტოს შეფასება ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას დამატებით ამყარებს თანმიმდევრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.

„Moody's-ის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველომ შეძლო ძლიერი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც გამყარებულია ეფექტიანი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით. ამასთან Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეხმიანება იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ბოლო პერიოდში მიიღო. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ისევე როგორც სხვა წამყვანი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები S&P Global Ratings, Fitch Ratings სტაბილურად დადებითად აფასებენ საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობას. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რისკებისა და გლობალური ეკონომიკური შოკების მიუხედავად, ცალსახაა, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას, ხოლო ეფექტიანი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია,“ - განაცხადა თამთა სოფრომაძემ.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებულ ქმედით ნაბიჯებზე. 

„Moody's ხაზს უსვამს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებული რამდენიმე ღონისძიება უკვე განხორციელდა, რაც თავის მხრივ ინსტიტუციონალურ სიძლიერეზე მიუთითებს,“ - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba2-ზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

13.11.2026.13:37

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „BB“ დონეზე დაადასტურა.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.

Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა