მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

Moody's-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება ჩვენი ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს ეფუძნება - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„სარეიტინგო კომპანია Moody's-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება, უპირველესად, ეფუძნება საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს. გეოპოლიტიკური და გლობალური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას " - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

ვახტან ცინცაძის თქმით, Moody's თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ მაღალი - სარეიტინგო კომპანიას აქვს მოლოდინი, რომ 2026 წელს შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, კერძოდ, ეკონომიკური ზრდა იქნება 6,4 პროცენტი, რაც წინა შეფასებასთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. Moody's-ის პროგნოზით, 2027 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5,5 პროცენტი იქნება.

„ასევე, Moody's საშუალოვადიან პერიოდში მოელის, რომ საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 5-დან 6 პროცენტის ფარგლებში იქნება. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანია ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სტრატეგიულ როლზე შუა დერეფანში და იმ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის, ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ვაზიანის ახალი აეროპორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი და სხვა პროექტები, რომლებიც, საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის დაკავშირებადობის ზრდას, ასევე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და, ზოგადად, ქვეყნის სტრატეგიული როლის ამაღლებას" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სარეიტინგო სააგენტო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

„ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ უზრუნველვყოთ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში საშუალებას მოგვცემს, ქვეყანამ მიაღწიოს საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონეს სარეიტინგო სააგენტოების შეფასებების მიხედვით" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

13.11.2026.13:37

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „BB“ დონეზე დაადასტურა.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.

Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა