მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მრეწველობა და მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტებისა და ახლადმიღებული კანონების ერთ-ერთ უპირველესი სამიზნეა - რომეო მიქაუტაძე

news image
mbc image

„მწვანე" ზრდასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოების მონაწილეობისა და ჩართულობის შენარჩუნება და გაზრდა, რადგან ეს საწარმოები უფრო მოქნილები არიან მიიღონ ცვლილებები, რათა მეტი ენერგია აწარმოონ და ეს ენერგია უფრო რესურს-ეფექტური გახადონ. მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოს მთლიან საწარმოებში დიდი წილი უჭირავს. შესაბამისად, მრეწველობის სექტორში ენერგეტიკის, კლიმატის ან გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელებისას, ეს სეგმენტი ძირითადი სამიზნეა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ GREEN Action Task Force  - ის წლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვლისას. ღონისძიება თურქეთის ქალაქ სტამბულში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით მიმდინარეობს.

 

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, OECD-ის „მწვანე" ზრდის დეკლარაციასთან მიერთების შემდეგ, საქართველომ დაიწყო შესაბამის სტრატეგიაზე მუშაობა. 

 

რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, მრეწველობა და მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს სხვადასხვა ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტისა და ახლადმიღებული კანონების ერთ-ერთ უპირველესი სამიზნეა. მათ შორისაა, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სტრატეგია; კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ეკოტურიზმის სტრატეგია; სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია; დაბალი ემისიების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია; ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული ეროვნული გეგმა; კანონები ენერგოეფექტურობისა და შენობებში ენერგოეფექტურობის შესახებ და სხვ. 

 

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტები და საკანონმდებლო ჩარჩოები მოიცავს სულ უფრო მეტ წამახალისებელ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეობის „მწვანე" ბიზნესის პრინციპებზე გადასვლას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა