მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

მსგავსი ფორუმები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთს მხარეებს და შესაბამისად უფრო მეტი საერთო ინტერესი იკვეთება l ირაკლი კვერღელიძე საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმზე

news image
mbc image

საკმაოდ დიდი პოტენციალი არის, როგორც უზბეკეთში ქართული კომპანიებისთვის, ასევე საქართველოში უზბეკური კომპანიების მხრიდან ინვესტიციის განხორციელებაზე, რადგან საკმაოდ ბევრი საერთო შეხების წერტილია, იქნება ეს ტურიზმი, მრეწველობა, სხვადასხვა საბანკო სექტორი თუ ა.შ, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ფორუმები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთს მხარეებს.

„მსგავსი ფორუმები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთს მხარეებს და შესაბამისად უფრო მეტი საერთო ინტერესი იკვეთება“, - აღნიშნა ირაკლი კვერღელიძემ.

თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.ფორუმი ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. უზბეკეთიდან თბილისშია 60-ზე მეტი კომპანია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group-ის ვიცე-თავმჯდომარესა და დირექტორს, ჯეიმს ლინს შეხვდა

04.11.2026.16:45

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავაჭრო, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group-ის ვიცე-თავმჯდომარესა და დირექტორს, ჯეიმს ლინს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ახალი საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებაზე. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა FTZCOC Group-ის საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის გამოყენებით საქართველოში წარმოებული პროდუქციის ჩინეთისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობებზე. ამასთან, განიხილეს ქართველი მწარმოებლებისთვის კომპანიის საგამოფენო და სავაჭრო სერვისების გამოყენების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზრებზე წარდგენასა და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების ათვისების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ჩინეთის ბაზრის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

FTZCOC Group საერთაშორისო სავაჭრო და სადისტრიბუციო მომსახურების კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს. ოფიციალური მონაცემებით, კომპანიას 90 ქვეყანაში 130 საერთაშორისო საწყობი, ხუთი საგამოფენო-სავაჭრო ცენტრი და აშშ-ში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონული წარმომადგენლობები აქვს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა