მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

მშენებლობის სექტორში სახელმწიფოს დიდი წვლილი უჭირავს, თუმცა კერძო სექტორიც, დეველოპერული პროექტებით, მოთხოვნის მნიშვნელოვანი მდგენელია - ირაკლი გიორგობიანი

news image
mbc image

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის რისკების გამო რიგი სამშენებლო კომპანიები სახელმწიფო პროექტებზე მუშაობას თავს არიდებენ, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა. მისი თქმით, ასოციაცია სახელმწიფოსთან ერთად ისეთ ცვლილებებზე მუშაობს, რომლებიც რისკებს შეამცირებს და ინფრასტრუქტურულ შესყიდვებში კონკურენციას გაზრდის.

„მოხარული ვარ, რომ ყოველდღიურად იზრდება მომართვიანობა და უკვე 65-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს ასოციაციაში. აქ არიან არა მარტო სამშენებლო კომპანიები, არამედ სამშენებლო მასალების მწარმოებლები, სამშენებლო ტექნიკის იმპორტიორები და ოპერატორები, ფინანსური ინსტიტუტები, საზღვაო და იურიდიული კომპანიები. ფაქტობრივად, ამ ეკოსისტემაში მონაწილე ყველა სექტორის წარმომადგენელი გვყავს, რაც ჩვენ, ასოციაციას, გვაძლევს საშუალებას, კარგად დავინახოთ სექტორის მდგომარეობა, თუ რა გამოწვევები აქვს მას, და მერე მოვახდინოთ ამ გამოწვევების შესაბამისი ადრესირება და რეაგირება.

ამ ეტაპზე, მიმდინარე წელს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ მშენებლობის სექტორში სახელმწიფოს დიდი წვლილი უჭირავს, თუმცა კერძო სექტორიც, დეველოპერული პროექტებით, მოთხოვნის მნიშვნელოვანი მდგენელია. სახელმწიფოსთან დისკუსიაში სულ ვამბობთ, რომ დღეს კერძო სექტორი უფრო დიდი კონკურენტია სახელმწიფოსთვის ამ ნაწილში, ვიდრე აქამდე იყო. შესაბამისად, არიან ასოციაციის წევრი კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობენ გარკვეული რისკების გამო.

ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის რისკიანობა შევამციროთ, რომ მათთვისაც მიმზიდველი გახდეს სახელმწიფო შესყიდვები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს, თავის მხრივ, გაზრდის კონკურენციას და სახელმწიფო გაცილებით მაღალ ხარისხსა და ფასის უკეთეს თანაფარდობას მიიღებს. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია სახელშეკრულებო ურთიერთობები სახელმწიფოსთან, რომელზეც ჩვენ უკვე წარდგენილი გვაქვს ინიციატივა. ის ამჟამად დამუშავების ეტაპზეა და ვფიქრობთ, რომ აქაც მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება, რაც თავის მხრივ შეამცირებს რისკიანობას სახელმწიფო ტენდერებში ოპერირებისას“, - განაცხადა გიორგობიანმა.

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ყაზახეთს J.P. Morgan-ის ახალ ობლიგაციების ინდექსში მაქსიმალური წონა ექნება

23.09.2026.13:00

ყაზახეთს J.P. Morgan-ის ახალ ინდექსში, რომელიც სახელმწიფო ობლიგაციებს მოიცავს, ქვეყნის მაქსიმალური, 8%-იანი წონა მიენიჭება. ეს ყაზახეთისთვის შესაძლებლობას ქმნის, მოიზიდოს ახალი უცხოელი ინვესტორები ტენგეში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციების შესაძენად.

J.P. Morgan GBI-EM Edge-ის ინდექსის ამოქმედებას სექტემბრის ბოლომდე გეგმავს. ერთ ქვეყანაზე მაქსიმალური წონა 8%-ით არის შეზღუდული და ყაზახეთი სრულ 8%-იან კვოტას მიიღებს. იგივე წონა ექნებათ ვიეტნამს, პაკისტანსა და ბანგლადეშს. ინდექსის სხვა მსხვილ კომპონენტებს ეგვიპტე, მაროკო, ნიგერია და შრი-ლანკა წარმოადგენენ. ინდექსი 26 ქვეყანას მოიცავს და მასში ჩართვისთვის დაახლოებით $330 მილიარდის ღირებულების ობლიგაციები იქნება დაშვებული.

ინდექსი საერთაშორისო აქტივების მმართველებისთვის საორიენტაციო მაჩვენებლის ფუნქციას შეასრულებს. ზოგიერთი ფონდი მისი სტრუქტურის გამეორებას ცდილობს, სხვები კი მას საკუთარი პორტფელების შედეგების შესადარებლად იყენებენ. შესაბამისად, ქვეყნის წონამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რა მოცულობის კაპიტალს მიმართავენ ინვესტორები მის ობლიგაციებში.

თუმცა, თითქმის $330 მილიარდი წარმოადგენს GBI-EM Edge-ში ჩართვისთვის დაშვებული ობლიგაციების საერთო ღირებულებას და არა მომავალში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობას. JPMorgan-ს ჯერ არ განუცხადებია, რა მოცულობის კაპიტალი მიჰყვება პირდაპირ ახალ ინდექსს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა