მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174
-0.0041
flag
AZN 1.5453
-0.0004
flag
CNY 38.876
0.0057
flag
EUR 3.0159
0.0243
flag
GBP 3.5202
0.0279
flag
KZT 55.32
0.0023
flag
TRY 0.0554
0
flag
USD 2.6266
-0.0006
news banner

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და საბანკო სექტორისადმი ნდობას - ნათია თურნავა

news image
mbc image

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს კომერციული ბანკების სარეზოლუციო მზაობის პროექტი დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სარეზოლუციო ფონდისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირობითი დაფინანსება (ე.წ. საკრედიტო ხაზი) გახდება ხელმისაწვდომი. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საკრედიტო ხაზი საბანკო რეზოლუციის პროცესის დაფინანსებას ითვალისწინებს.

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმებას დღეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება. მისი ამოქმედება შესაძლებელი იქნება მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევის დადგომისას, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს კომერციული ბანკის რეზოლუციის გადაწყვეტილებას.

ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმი იქნება მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს კომერციული ბანკის შესაძლო სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას. პროექტის თანხები შესაძლოა გამოყენებულ იქნას მხოლოდ კანონმდებლობით ნებადართული სარეზოლუციო ღონისძიებებისთვის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიერ აღნიშნული პროექტის დამტკიცება ადასტურებს საქართველოს მიერ საბანკო რეზოლუციისა და ფინანსური სტაბილურობის მექანიზმების განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საბანკო რეზოლუციის ჯანსაღი და საიმედო ჩარჩოს მნიშვნელობას ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და საბანკო სექტორისადმი ნდობის განსამტკიცებლად. ეს პროექტი, ასევე ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი რეზოლუციის არსებული მექანიზმი ეფექტიანია, შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ქმნის მყარ საფუძველს სისტემური ბანკის შესაძლო ფინანსური სირთულეების წარმატებული და დროული მართვისთვის“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

საბანკო რეზოლუცია წარმოადგენს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის ალტერნატივას და მოიაზრებს მის იმგვარ რესტრუქტურიზაციას, რომლითაც დაცული იქნება საჯარო ინტერესები, მათ შორის შენარჩუნდება კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციები - დეპოზიტების მიღება, სესხების გაცემა, საგადახდო მომსახურებები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქმიანობა, საბითუმო დაფინანსება, უზრუნველყოფილი იქნება ფინანსური სტაბილურობა და მაქსიმალურად დაიცავს გადასახადის გადამხდელებს.

რეზოლუცია უპირატესია ლიკვიდაციაზე მაშინ, როდესაც ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარი ბანკისთვის ლიკვიდაცია უფრო საზიანოა ფინანსური სტაბილურობისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვიდრე რეზოლუცია.

სარეზოლუციო ფონდი არის გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევების დროს გამოყენებადი ფონდი, რომელიც სტრესული სიტუაციების დროს დამატებითი ფულადი სახსრების წყაროს წარმოადგენს რეზოლუციის პროცესში. ფონდში კომერციული ბანკების შენატანები აკუმულირდება, რომელიც 2025 წლიდან დაიწყო, ხოლო ფონდის სამიზნე მოცულობა დაზღვეული დეპოზიტების 3 პროცენტს შეადგენს.

სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს, ხოლო ფონდის თანხების ინვესტირებას ახორციელებს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (საინვესტიციო მენეჯერი) კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების და საქართველოს ეროვნულ ბანკსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შორის გაფორმებული შესაბამისი შეთანხმების/ხელშეკრულების საფუძველზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქართული ბანკების მიერ Nasdaq Calypso-ს პლატფორმის დანერგვის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს - ნათია თურნავა The Banker-თან ინტერვიუში

30.07.2026.17:40

საერთაშორისო საფინანსო გამოცემა The Banker საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან ქვეყნის ხუთი უმსხვილესი კომერციული ბანკის მიერ Nasdaq Calypso-ს სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ინტერვიუს აქვეყნებს.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ The Banker-ს განუცხადა, პროექტის მიზანია, სწრაფად მზარდ, თუმცა საგარეო შოკების მიმართ მოწყვლად, მცირე ღია ეკონომიკაში ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა ზრდამ ბანკებისა და მათი კლიენტებისთვის სავალუტო, საპროცენტო და ლიკვიდობის რისკების ეფექტური მართვა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციისა და კაპიტალის ბაზარზე ფინანსური ნაკადების მოზიდვას ისახავს მიზნად.

„ეს ინიციატივა არა უბრალოდ პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი, არამედ ბაზრის განვითარების პროექტია, რომელიც საბანკო სისტემის დიდ ნაწილში საერთო სტანდარტების შექმნაზეა მიმართული. როცა ბანკები საერთო სტანდარტებით და უფრო ავტომატიზებული პროცესებით მუშაობენ, მონაცემები უფრო სანდოა. უკეთესი ინფორმაცია საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს, ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს მოსალოდნელი კონცენტრაციები ან სტრესული წერტილები და უფრო სრულყოფილი მონაცემების გამოყენებით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა ნათია თურნავამ The Banker-თან საუბრისას.

Nasdaq Calypso - საზიარო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით დაინერგება. აღნიშნული ინიციატივა „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის" (GMAP) ფარგლებში ხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა