მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი მიზნად ისახავს კრიტიკული მინერალების დაფინანსების ხუთჯერ გაზრდას

news image
mbc image

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა აჯაი ბანგამ პარასკევს განაცხადა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მიზნად ისახავს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კრიტიკული მინერალების მიმართულებით საქმიანობის ხუთჯერ გაზრდას. ამასთან, მსოფლიო ბანკმა უკვე გამოავლინა 20 ქვეყანა, რომლებთანაც კრიტიკული მინერალების ათვისების პროექტებში თანამშრომლობა შეუძლია.

ბანგამ ახალი მიზანი ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების პლენარულ სესიაზე წარადგინა.

„კრიტიკული მინერალების მიმართულებით მომდევნო ხუთ წელიწადში ჩვენი საქმიანობის ხუთჯერ გაზრდას ვგეგმავთ. მიმდინარე კვირაში მრავალმხრივი განვითარების ბანკების (MDB) პარტნიორებთან ერთად პირველი შეთანხმებები გავაფორმეთ ქვეყნებთან, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ინდუსტრიების განვითარებას და ქვეყნებში მეტი სამუშაო ადგილი და დამატებული ღირებულება შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ბანგამ.

მსოფლიო ბანკის ახალი გეგმა, რომელიც ლითონებისა და მინერალების მიმართულებით პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, 2026–2030 ფინანსური წლების განმავლობაში კრიტიკული მინერალების დაფინანსებისთვის 19 მილიარდი დოლარის გამოყოფას ისახავს მიზნად, მაშინ როდესაც 2021–2025 ფინანსურ წლებში ამ მიმართულებით დაფინანსებამ 3.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კრიტიკული მინერალების ათვისება ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის დაფინანსების გაზრდისკენაც მსოფლიო ბანკს მისი უმსხვილესი აქციონერი, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, მსოფლიო ბანკმა უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კრიტიკული მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების შესაძლებლობების განვითარებაში. მისი თქმით, ეს უნდა განხორციელდეს პროექტებთან დაკავშირებული რისკების შემცირების, დაფინანსებისა და შესაბამის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გზით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა