მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით, უკრაინის 2.0%-ით, ხოლო მოლდოვის 2.7%-ით გაიზრდება

news image
mbc image

მსოფლიო ბანკმა მორიგი ანგარიში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც 2025 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლობალურმა ეკონომიკამ მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი მდგრადობა გამოავლინა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2026 წელს კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა შემდეგი პროცენტული მაჩვენებლებით გაიზრდება:

  • 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 5.5%-ით
  • 2026 წელს სომხეთის ეკონომიკა გაიზრდება 4.9%-ით
  • 2026 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა გაიზრდება 1.8%-ით.

მსოფლიო ბანკის ცნობით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია შენელდეს და 2026 წელს 3.3 პროცენტს, ხოლო 2027 წელს 3.1 პროცენტს გაუტოლდეს.

სომხეთსა და საქართველოში კერძო მოხმარება მოსალოდნელია შენელდეს, რადგან ეკონომიკური აქტივობა მაღალი საბაზისო მაჩვენებლიდან ნორმალიზდება, ხოლო ფულადი გზავნილების შესუსტება და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შემცირება, პროგნოზების მიხედვით, ზეწოლას მოახდენს მიმდინარე ანგარიშების ბალანსზე. 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2025 წლის აგვისტოში მიღწეული წინასწარი სამშვიდობო შეთანხმება მოსალოდნელია გააძლიეროს რეგიონული სტაბილურობა და ხელი შეუწყოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას. 

როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“ არის აღნიშნული, 2026 წელს:

  • მოლოდოვის ეკონომიკა 2026 წელს გაიზრდება 2,7%-ით (გადახედვა ივნისის პროგნოზთან შედარებით +0,3%).
  • უკრაინის ეკონომიკა გაიზრდება 2%-ით (გადახედვა ივნისის პროგნოზთან შედარებით -3,2%).

 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა