მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

მსოფლიო ბანკმა კერძო კაპიტალის მობილიზება რეკორდულ $112 მილიარდამდე გაზარდა

news image
mbc image

მსოფლიო ბანკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ივნისში დასრულებულ ფინანსურ წელს $112 მილიარდის კერძო კაპიტალის მოზიდვა შეძლო. ეს თანხა სამჯერ აღემატება 2022 ფისკალურ წელს მოზიდულ მოცულობას, მანამდე, სანამ Mastercard-ის ყოფილი CEO აჯაი ბანგა ბანკის პრეზიდენტი გახდებოდა.

ბანკის განცხადებით, მის მიერ მხარდაჭერილი პროექტებისთვის მობილიზებული რეკორდული მოცულობის კერძო კაპიტალი იმავე წელს საკუთარი რესურსებიდან გამოყოფილ $123 მილიარდს ემატება, რაც ჯამში $235 მილიარდს შეადგენს.

ბანკი მუშაობს სესხების სტანდარტიზაციასა და საინვესტიციო პროდუქტებად შეფუთვაზე, რათა ისინი უფრო მიმზიდველი გახდეს ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, მათ შორის საპენსიო ფონდების, სადაზღვევო კომპანიებისა და აქტივების მმართველი კომპანიებისთვის, როგორიცაა BlackRock. ბანგას თქმით, ბანკის მიზანია, მომდევნო ორ-სამ წელიწადში კერძო კაპიტალის მობილიზება გაორმაგდეს და $200 მილიარდს გადააჭარბოს.

განვითარებად ქვეყნებს ენერგეტიკულ ტრანზიციაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობაში დასაფინანსებლად უზარმაზარი ფინანსური რესურსები სჭირდებათ, მაშინ როცა ოფიციალური განვითარების დახმარების მოცულობა მცირდება. სწორედ ამ ფონზე ბანგამ კერძო კაპიტალის მოზიდვა მსოფლიო ბანკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ევროკომისიის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

17.11.2026.18:33

ევროკომისიის მიერ 17 ნოემბერს გამოქვეყნებული საშემოდგომო ეკონომიკური პროგნოზის (Autumn 2026 Economic Forecast) მიხედვით, საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესდა, ხოლო უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში შემცირდა.

კერძოდ, ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, გაზაფხულზე გამოქვეყნებულ შეფასებასთან შედარებით, 5.5%-დან 7.3%-მდე გაზარდა.

ამავე დროს, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა. კერძოდ, უკრაინის შემთხვევაში 2026 წლის ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 1.5%-დან 0.6%-მდე შემცირდა, ხოლო მოლდოვის შემთხვევაში – 2.0%-დან 1.7%-მდე.

ამრიგად, ევროკომისიის საშემოდგომო განახლების მიხედვით, სამი ქვეყნიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესდა, ხოლო უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში შემცირდა.

ევროკომისიის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები (გაზაფხულის პროგნოზთან შედარებით)

საქართველო – 5.5%-დან 7.3%-მდე გაიზარდა (+1.8 პროცენტული პუნქტი);

მოლდოვა – 2.0%-დან 1.7%-მდე შემცირდა (-0.3 პროცენტული პუნქტი);

უკრაინა – 1.5%-დან 0.6%-მდე შემცირდა (-0.9 პროცენტული პუნქტი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა