მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.4
0.0031
flag
AZN 1.5711
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0007
flag
EUR 3.1003
-0.0092
flag
GBP 3.5762
-0.0147
flag
KZT 55.17
-0.0047
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6708
-0.0008
news banner

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 9%-მდე გაზარდა

news image

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 9%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ მსოფლიო ბანკის განახლებულ ანგარიშში ,,გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები" ვკითხულობთ.

აღსანიშნავია, რომ წინა პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 7.5 პროცენტით იყო განსაზღვრული. 

იანვრის განახლებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით, ხოლო 2026 წელს 5.0%-ით გაიზრდება. 

რეგიონის ქვეყნებისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2024 წლის ჭრილში შემდეგია:

საქართველო - 9%-იანი ზრდა

სომხეთი - 5.5%-იანი ზრდა

აზერბაიჯანი - 4.0%-იანი ზრდა

თურქეთი - 3.2%-იანი ზრდა

უკრაინა - 3.2%-იანი ზრდა

რუსეთის ფედერაცია - 3.4%-იანი ზრდა

,,სამხრეთ კავკასიაში ზრდა მოსალოდნელია შესუსტდეს 3,9 პროცენტამდე 2025 წელს და 3,4 პროცენტამდე 2026 წელს. აზერბაიჯანის ნავთობის მოპოვება სავარაუდოდ შემცირდება. მოსალოდნელია, რომ სომხეთსა და საქართველოში ზრდა პოტენციურ ტემპებთან დაახლოვდეს, როდესაც ნორმალიზდება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა რეექსპორტი, ვიზიტორების შემოდინებადა რეალური ხელფასის ზრდა, რამაც ხელი შეუწყო ზრდას 2024 წელს",  – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ მნიშვნელოვან რისკად რჩება. 

,,გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ კრიტიკულ რისკს წარმოადგენს. უკრაინაში შეჭრა რჩება მნიშვნელოვან ფაქტორად რეგიონული პერსპექტივის ფორმირებაში", -  ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში. 

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან კანადაში ექსპორტი 140%-ით არის გაზრდილი - საქსტატი

29.05.2026.19:00

საქართველოსა და კანადას შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია. საქსტატის მონაცემების მიხედვით. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 21 663.7​ ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ოთხ თვეში მაჩვენებელი 22 160.6 ათასი დოლარის დონეზე იყო. შესაბამისად, მიმდინარე წელს კანადასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 2%-ით არის შემცირებული. 

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ კანადაში 7 572.7 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 154.8 ათასი დოლარის. მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან კანადაში ექსპორტი 140%-ით არის გაზრდილი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო კანადაში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 6 636.0 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 409.5 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 196.7 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 75.6 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 65.2 ათასი დოლარი;

სამაგიეროდ 26%-იანი კლებაა კანადიდან საქართველოში იმპორტის სტატისტიკაში. 2026 წლის ოთხ თვეში კანადამ საქართველოში 14 091.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 19 005.8 ათასი დოლარის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო კანადიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 11 886.6
  • პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - 542.3 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 313.9 ათასი დოლარი;
  • თევზი გაყინული - 240.0 ათასი დოლარი;
  • ვულკანიზებული რეზინის ტანსაცმელი და მისი საკუთნოები​ - 133.7 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა