მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა
მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს არსებული 3.8 პროცენტიდან 2024 წელს 3.5 პროცენტამდე შემცირდება, ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირში ზრდის შენელების პარალელურად.
„ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები სხვადასხვა ტიპის კრიზისებთან ბრძოლას განაგრძობენ, რასაც ამწვავებს გლობალური ეკონომიკური ზრდის გამოწვევებით აღსავსე გარემო,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე პრეზიდენტმა ანტონელა ბასანიმ.
მისივე თქმით: „ ბიზნესის დინამიზმის სტიმულირებითა და კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე რისკების მიმართ მდგრადობის გაუმჯობესებით მიღწეულ პროდუქტიულობის ამაღლებას, შეუძლია რეგიონის მოსახლეობის დაცვა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება.“
ნელი ზრდა კიდევ უფრო შეაფერხებს რეგიონის აღდგენის პროცესს ბოლოდროინდელი შოკების შემდეგ, რომელთა შორისაა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, პანდემია და საარსებო ხარჯებთან დაკავშირებული 2022 წლის ფასების კრიზისი. ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად შემცირდა ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებად და განვითარებად ქვეყნებში (EMDEs), ძირითად ენერგომატარებლებზე და სურსათზე ფასების მკვეთრი გლობალური ვარდნის გამო. მედიანური წლიური სამომხმარებლო ფასების ინფლაცია რეგიონში 2023 წლის დასაწყისში არსებული 15%-დან 2024 წლის თებერვალში 4.2%-მდე დაეცა. თუმცა, გასულ წელს რეალური შემოსავლის ზრდის მიუხედავად, 2022 წლის საარსებო ხარჯების კრიზისი კვლავ ახდენს გავლენას შინამეურნეობებზე.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826