მსოფლიო ეკონომიკური დღის წესრიგი საინტერესოდ ლაგდება - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა
საინტერესოდ ლაგდება მსოფლიო ეკონომიკური დღის წესრიგი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით კი ამ მხრივ საქართველო საინტერესო ქვეყანაა, რომელსაც ერთის მხრივ აქვს ღრმა და ყოვლის მომცველი შეთანხმება ევროკავშირთან, ხოლო მეორეს მხრივ ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.
„Business Insider Georgia-ს კალენდრის თანახმად საკმაოდ საინტერესო კვირა გაქვს. დღეს ველოდებით ინფორმაციას ფულად გზავნილებთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკას ვნახავთ დღეს და ასევე 2 დღეში გვექნება ინფორმაცია სამუშაო ძალის მაჩვენებლებთან დაკავშირებით, რომელსაც საქსტატი შემოგვთავაზებს. თავისთავად ცხადია ყველას გვაინტერესებს, გასული წლის ბოლო კვარტლის მონაცემები. მოგეხსენებათ, რეკორდულ მაჩვენებელზე შემცირდა ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი. გვქონდა ხელფასების ზრდის საკმაოდ სოლიდური ტენდენციაც. იმედი მაქვს, რომ ეს 2025 წელსაც გაგრძელდება.
სხვათა შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი, მე პოლიტიკურ ნაწილში აღარ შევალ, ვგულისხმობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას. თუმცა საკმაოდ საინტერესო იყო მიუნხენის კონფერენციის შემდგომ წამყვან ბიზნეს გამოცემებში ანალიტიკოსების მოსაზრება და ეკონომიკური ასპექტების შეფასება. ისეთი პოლიტიკური მესიჯები ითქვა, რომ მთლიანად წაიღო ყურადღება, მაგრამ მათ შორის საინტერესოა, რომ მათ შორის გერმანელი ანალიტიკოსები ძალიან ბევრს საუბრობდნენ შემდგომ ეკონომიკურ პროგნოზებზე, ეკონომიკურ მდგენელებზე და განსაკუთრებით ევროპელი ანალიტიკოსები კიდევ უფრო დიდი ყურადღებას ამახვილებენ, რომ სულ უფრო რეალისტურია პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსთა შეფასებით ევროკავშირი ფიქრობს, რა შეიძლება ამას დაუპირისპიროს და რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს მთელი რიგ შემთხვევაში ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია ევროკავშირმა და ჩინეთმა იპოვონ მეტი საერთო სავაჭრო ურთიერთობებში, მათ შორის სატარიფო პოლიტიკასთან მიმართებაში. მოკლედ საინტერესოდ ლაგდება მსოფლიო ეკონომიკური დღის წესრიგი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც ერთის მხრივ აქვს ღრმა და ყოვლის მომცველი შეთანხმება ევროკავშირთან, ხოლო მეორეს მხრივ ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე თურქეთთან და ისეთ მნიშვნელოვან ქვეყნებთან, როგორიც არის დსთ-ს ზოგიერთი წევრი ქვეყანა და ასევე, არა ევროკავშირელი, მაგრამ ევროპის კონტინენტის ქვეყანა. საქართველოს ფართო არეალია თავისუფალი ხელშეკრულებების ნაწილში და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, როდესაც 2009 წელს აშშ-სთან სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა, იქ ნათლად იყო ჩაწერილი, რომ უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა შესწავლილი საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, თუმცა ამ კუთხით პროგრესი დემოკრატების ადმინისტრაციაში არ ყოფილა, არ ყოფილა მით უმეტეს ბოლო პერიოდში. პირიქით, აშშ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინსვლის ნაწილში ამ კუთხით არც გვესაუბრებოდა. თუმცა დღეს არის ეს რეალობა, დღეს, როდესაც აშშ-ს ჰყავს პრეზიდენტი ტრამპი, მისი ადმინისტრაცია, ბუნებრივია ჩვენ შეგვიძლია თვისობრივად გადატვირთვა ამ ურთიერთობების და სწორედ სტრატეგიული პარტნიორობა შესაძლოა დაემყაროს იმ კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს, რომელიც მოიცავს თავისუფალ ვაჭრობას. მოკლედ ხშირად პოლიტიკიდან მეტი უნდა ვისაუბროთ ეკონომიკაზე“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826