მსოფლიო ფასებმა კაკაოზე რეკორდს მიაღწია, ყავა და შაქარიც ძვირდება
კაკაოს ფიუჩერსები ნიუ-იორკსა და ლონდონში 18 მარტს რეკორდულ დონემდე გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო მიწოდების დეფიციტით დასავლეთ აფრიკაში ცუდი მოსავლის შემდეგ, პარალელურად ძვირდება ყავა და შაქარიც.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
ნიუ-იორკში ივლისის ფიუჩერსებზე კაკაოს ფასი ტონაზე გაიზარდა 0,1%-ით და 7,230 აშშ დოლარამდე.
ორშაბათს, BMI-მ 2024 წელს კაკაოს საშუალო ფასის პროგნოზი 60%-ით გაზარდა 6000 დოლარამდე ტონაზე, რაც განპირობებული იყო კაკაოს დაბალი გლობალური წარმოებით.
ივლისის ფიუჩერსებზე კაკაოს ფასი ლონდონში გაიზარდა 2,7%-ით და 5921 ფუნტ სტერლინგამდე, მას შემდეგ რაც მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს 6246 ფუნტ სტერლინგს ტონაზე.
რობუსტას ყავის მაისის ფიუჩერსები გაიზარდა 0,9%-ით და ტონაზე $3,339 შეადგინა.
დილერები ამბობენ, რომ მიწოდება ვიეტნამში, რომელიც რობუსტას წამყვანი მწარმოებელია, შემჭიდროებულია, რაც ფასის კლებას აფერხებს.
არაბიკას ყავის ფასი გაიზარდა 0,03%-ით და 1,83 დოლარამდე ფუნტზე.
ნედლი შაქრის მაისის ფიუჩერსების ფასი გაიზარდა 0,1%-ით და 22,15 ცენტამდე ფუნტზე. თეთრი შაქარი გაძვირდა 0,4%-ით და ტონაზე 626 დოლარამდე.
დილერები ამბობენ, რომ ბაზარი რეაგირებს 2024/2025 წლის სეზონზე ბრაზილიაში შაქრის ლერწმის წარმოებს შემცირების მაჩვენებლებზე და შესაბამისად შაქრის გაძვირებაა მოსალოდნელი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826