მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მსოფლიოს წამყვანი BPO კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში გვაძლევს შესაძლებლობას ადგილზე გავაცნოთ მათ ყველა ის უპირატესობა, რაც ქვეყანას გააჩნია - მიხეილ ხიდურელი

news image
mbc image

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ BPO სექტორის ლიდერების სამიტს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების 20-მდე წარმომადგენელი ეწვია.

სამიტი სააგენტოს დირექტორმა - მიხეილ ხიდურელმა გახსნა და ღონისძიების სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა ყველა იმ უნიკალურ შესაძლებლობასა და უპირატესობაზე, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

„მსოფლიოს წამყვანი BPO კომპანიების წარმომადგენლების სტუმრობა საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის მზარდ როლს ამ ინდუსტრიაში. ქვეყანაში BPO სექტორი წლიდან წლამდე ვითარდება, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“. 10 წლის წინ ეს პროცესი მცირე მოცულობის პროექტებით დაიწყო, დღეს კი ჩვენი რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, საქართველოში უკვე ოპერირებენ BPO ინდუსტრიის მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიები, როგორიცაა TP და Concentrix. ასეთი დიდი კომპანიები საქართველოდან ემსახურებიან Fortune 500-ის წამყვან ბრენდებს, ათასობით ადამიანს ასაქმებენ და ქვეყანაში ნერგავენ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა. 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის მონაწილეებმა თავად მოინახულეს რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია - მათ შორის „გირტეკა“ და „ლინეატი“ და გაეცნენ მათ საქართველოში საქმიანობის გამოცდილებას.

„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კამპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე — როგორც პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, ასევე, მსოფლიოს წამყვან გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობით“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა