მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მთავრობამ განახლებადი ენერგიის აუქციონში გამარჯვებული კიდევ ექვსი პროექტი დაამტკიცა - მათი ჯამური სიმძლავრე 44 მგვტ-ს შეადგენს

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში  გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან გასაფორმებელი  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის  ხელშეკრულებები დაამტკიცა. ამ საკითხზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა და  ზოგადად, განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისების მექანიზმების შესახებ მედიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

როგორც ლევან აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. კონკრეტულად,  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხელშეკრულება დამტკიცდა 6 პროექტზე, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ; გამომუშავება 71 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა კი 26,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნია, რომ საქართველოს მთავრობის წინა სხდომაზე  ასევე 11 პროექტის ხელშეკრულება დაამტკიცეს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატია,  ჯამური გამომუშავება 661,9 მლნკვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა კი 218 მლნ აშშ დოლარი.

„ჩვენ თითქმის ერთო წელი ვიმუშავეთ საერთაშორისო პარტნიორებთან - პროცესში ჩართული იყო როგორც მსოფლიო ბანკი, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რათა ისეთი მექანიზმი მოგვეფიქრებინა, რომელიც განსაკუთრებით გამჭვირვალედ მოახდენდა პროექტების შერჩევას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, კონკურენციის პირობებში ისეთი ფასები განისაზღვრებოდა, რომლებიც სამართლიანი იქნებოდა როგორც ინვესტორებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ადრე არსებული მექანიზმი ჩანაცვლდებოდა უფრო მეტად კონკურენტული მექანიზმით. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ე.წ. CFD მექანიზმი - ეს არის კონკრეტულად ფასის სხვაობის კომპენსირება სახელმწიფოს მხრიდან ასეთი პროექტებისთვის", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი გაზაფხულზე წარმატებით ჩატარდა და მასში კერძო სექტორის მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა - წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე. სულ  გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, ისინი საქართველოში 15 ჰიდროელექტროსადგურის,  2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ეს  27 სადგური, ამოქმედების შემდეგ, ჯამურად შეძლებს 1,1407 მლრდ. კვტ სთ. ენერგიის გამომუშავებას ყოველწლიურად, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

„ეს არის მხოლოდ პირველი აუქციონის შედეგები, რასაც უნდა მოჰყვეს კიდევ რამდენიმე აუქციონი იმისთვის, რომ  ახალი პროექტები შეირჩეს. ჯამში, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევჯერდით, რომ ქვეყანა, ამ პრინციპით, დაახლოებით 1500-მდე მგვტ-ის სიმძლავრის პროექტებს შეარჩევდა.  ვფიქრობ, რომ ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

დარჩენილი, დასამტკიცებელი  პროექტების შესახებ საქართველოს მთავრობა შემდგომ სხდომებზე იმსჯელებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა