მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

მთავრობამ განახორციელა რეფორმები რეგულირების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ინარჩუნებს ღია ბაზრის პოლიტიკას და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს - The Heritage Foundation

news image
mbc image

The Heritage Foundation-ის 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ქვეყანამ რეიტინგში 69.6 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 0.6-ით მეტია. საქართველო გლობალურ რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს.

ანგარიში ქვეყნების ეკონომიკურ გარემოს ისეთი საკვანძო კრიტერიუმებით აფასებს, როგორიცაა საკუთრების უფლებების დაცვა, საგადასახადო ტვირთი, ბიზნესის თავისუფლება და ბიუროკრატიული ეფექტიანობა.

რეიტინგის მიხედვით, ევროპაში საქართველო 44 ქვეყანას შორის მე-20 ადგილს იკავებს. ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი მსოფლიო და რეგიონულ საშუალო მაჩვენებლებს აღემატება. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა კლასიფიცირებულია როგორც „ზომიერად თავისუფალი“.

,,საგარეო და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კარგ შედეგებს აჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად სფეროებში. მთავრობამ განახორციელა რეფორმები რეგულირების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და ინარჩუნებს ღია ბაზრის პოლიტიკას და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. ეკონომიკამ ასევე აჩვენა მედეგობის  ზომიერი დონე", - აღნიშნულია ანგარიშში. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

09.10.2026.20:29

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა