მთავრობის გადაწყვეტილებით, მოგვარდება ქსელების გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემა, რაც დადებითად აისახება ქსელის მდგომარეობაზე - გივი სანიკიძე
ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა - ასე აფასებს, სემეკის წევრი გივი სანიკიძე უკანონო კრიპტომაინინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად, მესტიაში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას.
,,ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ, აუცილებელი იყო, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა რომ ეს პროცესი დაწყებულიყო და ეს პრობლემა მოგვარებულიყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტოენერგიის მოხმარება მესტიაში სრულად აღირიცხება, ეს გამოიწვევს იმას რომ მომხმარებლები მიეჩვევიან ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას და ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ექნება შესაძლებლობა რეაბილიტაცია ჩაუტაროს ქსელს - მოგვარდება პრობლემა ქსელების გადატვირთვასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს დადებითად აისახება ქსელის მდგომარეობაზე", - ამბობს გივი სანიკიძე.
მისი თქმით, როდესაც არ ხდება ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა, რა თქმა უნდა ეს უარყოფითად აისახება კომპანიაზე და ის დანახარჯები რაც კომპანიამ აუცილებლად უნდა აინაზღაუროს წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოემსახურება მომხმარებელს.
,,დღეს გაჟღერდა, რომ დაწესდება გარკვეული ლიმიტები და ტარიფები შენარჩუნდება - ეს ჩვენი შეფასებით გამომდინარეობს იქედან, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება სუბსიდირება მოახდინოს გარკვეული მომხმარბელების და შესაბამისად, როდესაც დასრულდება აღრიცვიანობა, მოწესრიგდება მესტიის მუნიციპალიტეტში აღრიცხვის პროცესი ენერგოპროჯორჯიას შესაძლებლობა ექნება ქსელის რეაბილიტაცია ჩაატაროს, რადგან როცა გადატვირთვით მუშაობს ქსელი ეს აჩერებს რეაბილიტაციას. ამასთან, შემცირდება მოხმარება, მოხმარების შემცირება ნიშნავს ნაკლები ელექტროენერგიის შესყიდვის საჭიროებას, შემცირდება დანაკარგები ქსელში როდესაც გაუმჯობესდება მდგომარეობა", - აცხადებს გივი სანიკიძე.
სემეკის წევრის თქმით, მისი მოლოდინია რომ პროცესი წარმატებით განხორციელდება.
,,მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას და ყველა მომხმარებელი უნდა დაექვემდებაროს იმ გადაწყვეტილებას, რაც დღეს იქნა მიღებული, ხოლო გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს აღრიცხვის შესაბამისად იმ შეღავათების გათვალისწინებით რაც დღეს გაჟღერდა, შესაბამისად იმედი გვაქვს რომ ეს პროცესი განხორციელდება წარმატებით", - ამბობს გივი სანიკიძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826