მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.8
-0.0198
flag
AZN 1.5693
-0.0009
flag
CNY 39.427
-0.0017
flag
EUR 3.1071
-0.0008
flag
GBP 3.591
0.0107
flag
KZT 54.39
-0.004
flag
TRY 0.0581
-0.0001
flag
USD 2.6673
-0.002
news banner

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოგვარდება ქსელების გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემა, რაც დადებითად აისახება ქსელის მდგომარეობაზე - გივი სანიკიძე

news image
mbc image

ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა - ასე აფასებს, სემეკის წევრი გივი სანიკიძე უკანონო კრიპტომაინინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად, მესტიაში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას. 

,,ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ, აუცილებელი იყო, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა რომ ეს პროცესი დაწყებულიყო და ეს პრობლემა მოგვარებულიყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტოენერგიის მოხმარება მესტიაში სრულად აღირიცხება, ეს გამოიწვევს იმას რომ მომხმარებლები მიეჩვევიან ელექტროენერგიის გადასახადის გადახდას  და ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ექნება შესაძლებლობა რეაბილიტაცია ჩაუტაროს ქსელს - მოგვარდება პრობლემა ქსელების გადატვირთვასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს დადებითად აისახება ქსელის მდგომარეობაზე", - ამბობს გივი სანიკიძე.

მისი თქმით, როდესაც არ ხდება ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა, რა თქმა უნდა ეს უარყოფითად აისახება კომპანიაზე და ის დანახარჯები რაც კომპანიამ აუცილებლად უნდა აინაზღაუროს წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოემსახურება მომხმარებელს.

,,დღეს გაჟღერდა, რომ დაწესდება გარკვეული ლიმიტები და ტარიფები შენარჩუნდება - ეს ჩვენი შეფასებით გამომდინარეობს იქედან, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება სუბსიდირება მოახდინოს გარკვეული მომხმარბელების და შესაბამისად, როდესაც დასრულდება აღრიცვიანობა, მოწესრიგდება მესტიის მუნიციპალიტეტში აღრიცხვის პროცესი ენერგოპროჯორჯიას შესაძლებლობა ექნება ქსელის რეაბილიტაცია ჩაატაროს, რადგან როცა გადატვირთვით მუშაობს ქსელი ეს აჩერებს რეაბილიტაციას. ამასთან, შემცირდება მოხმარება, მოხმარების შემცირება ნიშნავს ნაკლები ელექტროენერგიის შესყიდვის საჭიროებას, შემცირდება დანაკარგები ქსელში როდესაც გაუმჯობესდება მდგომარეობა", - აცხადებს გივი სანიკიძე.

სემეკის წევრის თქმით, მისი მოლოდინია რომ პროცესი წარმატებით განხორციელდება. 

,,მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას და ყველა მომხმარებელი უნდა დაექვემდებაროს იმ გადაწყვეტილებას, რაც დღეს იქნა მიღებული, ხოლო გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს აღრიცხვის შესაბამისად იმ შეღავათების გათვალისწინებით რაც დღეს გაჟღერდა, შესაბამისად იმედი გვაქვს რომ ეს პროცესი განხორციელდება წარმატებით", - ამბობს გივი სანიკიძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image არაბთა გაერთიანებული საამიროები ქართული თაფლის მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა

01.06.2026.19:00

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ექსპორტზე 17.3 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში ქვეყნიდან საექსპორტო ბაზრებზე 0.4 ტონა თაფლი გადაიზიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0.5 ტონა. შესაბამისად თაფლის ექსპორტი 20%-ით არის შემცირებული. 
 საქართველოში წარმოებული თაფლისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. სწორედ არაბთა გაერთიანებული საამიროებზე მოდის ქვეყნიდან თაფლის ექსპორტის 50%. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქართული თაფლი მხოლოდ ერთ ბაზარზე, სომხეთში იყიდებოდა. 

მიმდინარე წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი სულ სამ ბაზარზე განხორციელდა:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.2  ტონა - 11.4 ათასი დოლარი;
  • ჰონ-კონგი - 0.1 ტონა - 5.8 ათასი დოლარი;
  • რუსეთი - 0.0 ტონა - 0.1 ათასი დოლარი;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა