მტკიცედ გვწამს, რომ „მწვანე ენერგიის დერეფანი“ მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ურთიერთ დაკავშირებადობისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მედეგობისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
ჩვენი მთავრობა კვლავაც პრიორიტეტად მიიჩნევს ჰიდროენერგეტიკის გაფართოებას, ამასთანავე აჩქარებს ინვესტიციებს ქარისა და მზის ენერგიაში გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის მიმზიდველი მარეგულირებელი ჩარჩოს მეშვეობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რიგით მე-12 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის განმარტებით, ქვეყნის ხელისუფლების მიზანია მნიშვნელოვნად გაზარდოს შიდა განახლებადი ელექტროენერგიის წარმოება, გააძლიეროს ენერგეტიკული უსაფრთხოება და შექმნას დამატებითი შესაძლებლობები რეგიონულ ენერგეტიკულ ბაზრებზე სუფთა ელექტროენერგიის მიწოდებისთვის.
„მტკიცედ გვწამს, რომ „მწვანე ენერგიის დერეფანი“ მყარ საფუძველს ქმნის უფრო ღრმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ურთიერთ დაკავშირებადობისა და ჩვენი ენერგოსისტემების მეტი მედეგობისთვის. ის ასევე ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას უფრო მდგრადი და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლის მშენებლობის მიმართ.
საქართველო მზად არის გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და დაინტერესებულ მხარესთან ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წინ წასაწევად და ჩვენი ოთხმხრივი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად“, - აღნიშნა მინისტრმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
14.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.