მცირე ბიზნესისთვის აღრიცხვაც და ანგარიშგებაც მარტივია, მათ არ უწევთ რთული ბუღალტერიის წარმოება - ლევან დგებუაძე
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საშემოსავლო გადასახადში მოქმედი შეღავათები მრავალფეროვანია და სხვადასხვა კატეგორიის გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება,
უწყების მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, ლევან დგებუაძის განცხადებით, საგადასახადო პრივილეგიები აქვთ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლებს, ისე მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთათვისაც დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები და გამარტივებული ანგარიშგებაა გათვალისწინებული.
„საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არსებული შეღავათები კანონმდებლობაში საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგალითად დავიწყოთ იმით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე არის საგადასახადო შეღავათი საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში - 1500, 3000, 6000 - კატეგორიების და მიხედვით არის საშეღავათო თანხები განსაზღვრული. ასევე სამეწარმეო საქმიანობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მოყვანა და მიწოდება სასაქონლო კოდის შეუცვლელად - 200 000 ლარამდე განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. შეღავათები არის ასევე მაღალმთიან საწარმოებთან მიმართებაში - 10 წლის განმავლობაში არიან საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებული. ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფიზიკური პირთათვის შეღავათი არის 6 000 ლარამდე პირადი შემოსავლები ასევე მათაც არ ებეგრებათ საშემოსავლო გადასახადით.
გამოვყოფდი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებს - მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსებს. მიკრო ბიზნესი შეღავათიანია, რადგან 30 000 ლარამდე წლიური შემოსავალი სრულად გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. მაგრამ როგორც კი ბრუნვა 30 000 ლარს გადააჭარბებს, მათ შეუძლიათ ისარგებლონ უკვე შემდგომი საშეღავათო რეჟიმით, ეს არის მცირე ბიზნესი. მცირე ბიზნესი იბეგრება 1 ან 3%-ით მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე - აღრიცხვაც მარტივი არის, არ უწევთ რაიმე რთული ბუღალტერიის წარმოება, ანგარიშგება მარტივი არის, ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენა უწევთ და მიღებული შემოსავლის 1 ან 3%-ით დაბეგვრა. მცირე ბიზნესისათვის დასაშვები ზღვარი არის 500 000 ლარი წლიური ბრუნვა. ხოლო ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მცირე ბიზნესის სტატუსის გადასახადის გადამხდელებს უჩნდებათ ასევე დამატებული ღირებულების, ანუ დღგ-ს რეგისტრაციის ვალდებულება“, - აღნიშნა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან დგებუაძემ.
სხვა სიახლეები
როგორია წამყვანი ჰეჯ-ფონდების მიმოხილვის ძირითადი მიგნებები
10.06.2026.08:30
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,წამყვანი ჰეჯ-ფონდების მიმოხილვა 1Q 2026” აქვეყნებს. ანგარიში აჯამებს ხუთი შერჩეული ჰეჯ-ფონდის Berkshire Hathaway, Appaloosa Management, Yacktman Asset Management, Pershing Square Capital Management და Millennium Management კვარტალურ საინვესტიციო აქტივობას.
Galt & Taggart-ი ს მიხედვით, აღნიშნული ფონდები შეირჩა ბოლო წლების მათი შედეგებისა და საინვესტიციო მიდგომების გათვალისწინებით. შერჩეული ჰეჯ-ფონდები ძირითადად ტრადიციულ საინვესტიციო მიდგომას მისდევენ: მათი პორტფელები შედარებით კონცენტრირებულია და უმეტესად „buy-and-hold” სტრატეგიას ეფუძნება. იმის გამო, რომ ეს ფონდები იშვიათად ახორციელებენ სავაჭრო ოპერაციებს, მათი პორტფელების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად გარკვეული დაგვიანებით გამოქვეყნებისა, ინვესტორებისთვის კვლავაც ღირებული და სასარგებლოა.
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში (1Q26) ხუთი შერჩეული ჰეჯ-ფონდიდან ორმა უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე S&P 500-ის ინდექსმა. აღნიშნულ პერიოდში S&P 500 4.6%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც შერჩეული ფონდების საშუალო დანაკარგი 4.0% იყო.
S&P 500-თან შედარებით, ფონდების პორტფელებში კვლავ უფრო მაღალი წილი უჭირავს ფინანსურ, სამომხმარებლო დისკრეციულ, უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და პირველადი მოხმარების საქონლის სექტორებს. ამავდროულად, ისინი შედარებით ნაკლებად არიან წარმოდგენილი ტექნოლოგიების, ინდუსტრიული წარმოებისა და ჯანდაცვის სექტორებში.