მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო „SME Policy Index" - ის (მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი) განახლებულ რეიტინგში საქართველოს პირველადი შეფასების განხილვაში, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) წარმოადგინა. წინა სამ შეფასებაში საქართველო ლიდერი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა) შორის.

განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში არსებული დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორისა და ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელი პირები.

ირაკლი ნადარეიშვილმა ვრცელად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, აგრეთვე იმ ნაბიჯებზე, რომელთაც ქვეყნის მთავრობა დგამს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და OECD-ისა და GIZ-თან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, ბოლო წლებში განსაკუთრებით დაიხვეწა და მეწარმეთა საჭიროებებზე უფრო მორგებული გახდა სააგენტოების - „აწარმოე საქართველოში" და „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები და პროექტები.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაგრძელდება ის რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეობისათვის საკანონმდებლო, ინსტიტუციური და ოპერაციული გარემოს გაუმჯობესებას, სამეწარმეო უნარების ამაღლებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას, ინოვაციებისა და კვლევისა და განვითარების ხელშეწყობას, ქალთა მეწარმეობის განვითარებას და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის. „ვფიქრობ, ეს ყოველივე თავის ლოგიკურ ასახვას ჰპოვებს  OECD-ის SME Policy Index-ის მე-4 რაუნდის შეფასებაში და საქართველო არა მხოლოდ შეინარჩუნებს, არამედ გაიუმჯობესებს პოზიციებს ყველა მიმართულებით," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ OECD-ის SME Policy Index-ი ახალი რეიტინგი მიმდინარე წლის ბოლოს  გამოქვეყნდება. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა