მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება - მარიამ ქვრივიშვილი
ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან შუა დერეფნის კონტექსტში: ეს გახლავთ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ერთად უკვე გაწერილია გეგმა, რომელიც 2029 წლისთვის შუა დერეფანში 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას ითვალისწინებს.
„მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის როლი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სწორედ ასე გაიწერა ჩვენი, მეტ-ნაკლებად მოკლე და საშუალოვადიანი გეგმა 2029 წლამდე, რისთვისაც სახელმწიფო, ზოგადად, სატრანსპორტო სექტორში დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც თავის მხრივ გულისხმობს ინვესტირებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას: საპორტო, სარკინიგზო, სახმელეთო და საავიაციო სატრანსპორტო მიმართულებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე და ზოგადად ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებაზე - მარიამ ქვრივიშვილი
16.11.2026.09:10
სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე, - ამის შესახებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში "იმედის კვირა" განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.
„გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ადგილობრივ ავიაგადამზიდველებთან. მოხარული ვარ, რომ შანხაი-თბილისის მიმართულებით არსებული კვირაში სამი სიხშირე მოლაპარაკების საფუძველზე მომდევნო წლიდან გახდება კვირაში ხუთი სიხშირე. ვხედავთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ორმა სახელმწიფომ გააუქმა ვიზები ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დადებითი ეფექტი მოახდინა ტურიზმის სექტორში ზრდის დინამიკაზე და ზოგადად ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტული კავშირები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება, რაზეც მარკეტინგული კამპანიებიც მოახდენს გავლენას.
„ვფიქრობთ, რომ ეს დინამიკა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და გააქტიურდება, რადგან ჩვენ უზრუნველვყოფთ ძალიან ფართომასშტაბიანი მარკეტინგული კამპანიის წარმოებას ჩინეთში იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის ცნობადობა",- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.