მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

მზად არის ფონდებში ინვესტირების კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში გამოვაცხადებთ კონკურსს იმისათვის, რომ შევარჩიოთ ფონდის მენეჯერი და დავიწყოთ ფონდებში ინვესტირება - ირაკლი გაბრიაძე

news image
mbc image

„მზად არის ფონდებში ინვესტირების კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში გამოვაცხადებთ კონკურსს იმისათვის, რომ შევარჩიოთ ფონდის მენეჯერი და დავიწყოთ ფონდებში ინვესტირება", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გაბრიაძემ კორპორაციის გეგმებზე საუბრისას.

მისი თქმით, გეგმების განხორციელება უკვე დაწყებულია და შესაბამისი პროგრამებიც ამოქმედების ფაზაშია.

"პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე დავიწყეთ და საქართველოს მთავრობამ რამდენიმე პროგრამა უკვე მიიღო. ეს არის ექსპორტის მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, რომელიც ექსპორტიორებს სთავაზობს ლოგისტიკის ხარჯების თანადაფინანსებას - უკვე მზად არის და შევთავაზებთ მეწარმეებს. ასევე, მზად არის ფონდებში ინვესტირების კომპონენტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში ჩვენ უკვე გამოვაცხადებთ კონკურსს იმისათვის, რათა შევარჩიოთ ფონდის მენეჯერი და დავიწყოთ ფონდებში ინვესტირება. ნაბიჯ-ნაბიჯ, სწრაფი ტემპით ვეცდებით, რომ ყველა ის პროგრამა თუ პროექტი, რომელიც დავაანონსეთ ჩაეშვას და რაც შეიძლება მალე მიიღოს ქართულმა კერძო სექტორმა მხარდაჭერა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პირდაპირი სესხები, პირდაპირი წილობრივი მონაწილეობაც მომდევნო თვის ბოლოდან უკვე იქნება შესაძლებელი, რათა ამ მექანიზმების გამოყენებითაც შევუწყოთ ხელი სტრატეგიულ და მნიშვნელოვან პროექტებს"- აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური - ირაკლი ნადარეიშვილი

20.10.2026.20:56

მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ტურიზმის ინდუსტრიასთან მიმართებით ახორციელებს, ზრდა ფიქსირდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, მაგალითად, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ბაზრებიდან მიღებულ შემოსავლებში ზრდა დაახლოებით 30% გაქვს, ასევე ახალი ბაზრებიდან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

ირაკლი ნადარეიშვილმა პრიორიტეტულ მიმართულებად ჩინეთი დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ბაზარზე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მრავალმხრივი მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური.

პირდაპირი ფრენები, დაკავშირებადობა - რაც არის უმნიშვნელოვანესი ტურისტების მოსაზიდად, უვიზო რეჟიმი და ძალიან ინტენსიური მარკეტინგული კამპანია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ, ჩინეთის ბაზრიდან ვიზიტორების და შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, 2026 წლის სამი კვარტალის მონაცემებით ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა