მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0012
flag
AZN 1.5254
-0.0004
flag
CNY 38.892
0.0023
flag
EUR 2.8547
-0.0102
flag
GBP 3.4208
-0.0079
flag
KZT 58.37
0.0007
flag
TRY 0.0515
0
flag
USD 2.5931
-0.0003
news banner

მზარდი ინტერესია შუა დერეფნის მიმართ, როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე რეგიონს მიღმაც. ჩვენი ამბიციაა, რომ გავაორმაგოთ ის ტვირთგამტარუნარიანობა, რომელიც ქვეყანას აქვს, რაც გამოიწვევს მეტი ტვირთის შემოსვლას, მეტი ლოგისტიკური შესაძლებლობების გაჩენას - გენადი არველაძე

news image
mbc image

„მზარდი ინტერესია შუა დერეფნის მიმართ, როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე რეგიონს მიღმაც, რომ აღნიშნული დერეფანი განვითარდეს, ჰქონდეს უფრო მეტი გამტარუნარიანობა. ამ კუთხით ჩვენ კოორდინირებულად, ყველა რეგიონის ყველა ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან ვთანამშრომლობთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში.

გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა შუა დერეფნის პოტენციალს ტვირთნაკადის შემდგომი ზრდის კუთხით.

„ეს არის ის პოტენციალი, რომელიც კოორდინირებულად, ყველა რეგიონის ქვეყანამ დავინახეთ, რომ აღნიშნულ დერეფანს აქვს სერიოზული პოტენციალი, რათა უფრო მეტი ტვირთნაკადი შემოვიდეს და გავიდეს დერეფანში. შესაბამისად, ჩვენ ვპასუხობთ ასევე კოორდინირებულად და შეთანხმებულად ამ ქვეყნებთან, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებით, რომელსაც ვახორციელებთ. ამ შემთხვევაში, თავის მხრივ ყაზახეთი, აზერბაიჯანის მხარე და, ასევე დადგა დღის წესრიგში, რომ საქართველომ შესაბამისად უპასუხოს ამ გამოწვევას. ამ კუთხით ჩვენ გადავდგით უკვე ნაბიჯები და მიმდინარე პროექტები გვაქვს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომელიც წარმატებით დასრულდა. ამასთან, მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ვაგონების დამატება - სახელმწიფო 2000-ზე მეტი სატვირთო ვაგონის შესყიდვას გეგმავს მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში.

„ჩვენ უკვე 400 ვაგონი შევისყიდეთ, 200 უკვე საქართველოშია და ორასს წლის ბოლომდე ველოდებით. დანარჩენი 1600 ვაგონის შესყიდვა განხორციელდება მომავალი ორი წლის განმავლობაში. რაც შეეხება საპორტო ინფრასტრუქტურას - განახლებული, მიმდინარე წლის 10 თვის სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული, დაახლოებით 17.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა ჩვენმა საპორტო ინფრასტრუქტურამ. ასევე 12 მილიონ ტონას შეადგენს სარკინიგზო გადაზიდვები. ეს ნიშნავს, რომ რომ ტვირთნაკადი და ტვირთბრუნვა იზრდება შუა დერეფანში. ჩვენი ამბიციაა, რომ გავაორმაგოთ ის ტვირთგამტარუნარიანობა, რომელიც ქვეყანას აქვს, რაც გამოიწვევს მეტი ტვირთის შემოსვლას, მეტი ლოგისტიკური შესაძლებლობების გაჩენას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2023 წელს დაიწყო და 2026 წელს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადავიდა, არის ზუსტად ის შედეგი, თუ როგორ შეიძლება ორმა სახელმწიფომ სტრატეგიული ურთიერთობები ააშენოს თანმიმდევრულად, ურთიერთპატივისცემით და კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებზე გათვლით - გენადი არველაძე

17.11.2026.09:34

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2023 წელს დაიწყო და 2026 წელს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადავიდა, არის ზუსტად ის შედეგი, თუ როგორ შეიძლება ორმა სახელმწიფომ სტრატეგიული ურთიერთობები ააშენოს თანმიმდევრულად, ურთიერთპატივისცემით და კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებზე გათვლით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამის მაგალითია პირდაპირი ფრენები, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა ქალაქიდან სრულდება.

„ველოდებით ასევე ჩინეთიდან, ახალი ქალაქებიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის მიმართულებით. ასევე უვიზო მოსვლა, რომელიც იყო კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული, რომელმაც ტურისტების რაოდენობა გაახუთმაგა. რეალურად ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი შემოვა. ტურისტების მიმართულებითაც, თუ შევადარებთ მათ სხვა ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებს, უფრო ხანგრძლივი ტურისტი გვყავს ჩინეთიდან ანუ შესაბამისად, ქვეყანაში უფრო მეტ ღირებულებას ტოვებს, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტი", - აცხადებს გენადი არველაძე,

მისი თქმით, ქვეყნებს შორის იზრდება ვაჭრობა და ინვესტიციების მოცულობა.

„ეს არის ზუსტად ის ეკონომიკური შედეგები, რამაც მიგვიყვანა სტრატეგიულ პარტნიორობამდე. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა პარტნიორთან, მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორთან გვექნება ზუსტად ის ეკონომიკური, პოლიტიკური შედეგები ორმხრივ ურთიერთობებში. ამის დიდ იმედს ვიტოვებ როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ყველა იმ პარტნიორთან, რომელთანაც ჩვენ რეალურად მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია იმ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება, რაც დღემდე გვაქვს",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა