მზესუმზირის ზეთის იმპორტი გაიზარდა
საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი მზარდ დინამიკას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 18 409.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მზესუმზირის ზეთი შემოვიდა, რაც 11.9%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, როდესაც იმპორტის ღირებულება 16 451.0 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
საინტერესო ტენდენცია ფიქსირდება იმპორტირებული პროდუქციის მოცულობის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ გადახდილი თანხის მოცულობა გაიზარდა, ტონაჟში მცირედი კლება ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ 11 947.7 ტონა ზეთი შეიძინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 12 149.0 ტონა პროდუქტი შემოვიდა.
ქართული ბაზრისთვის მზესუმზირის ზეთის უმსხვილეს მომწოდებლად კვლავ რუსეთის ფედერაცია რჩება, რომელზეც მთლიანი იმპორტის თითქმის 82% მოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ზეთის ყიდულობს:
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა
15.06.2026.13:30
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო ეკონომიკის მინისტრის მიერ ჩინეთში განხორციელებულ ვიზიტს და ყურადღება გაამახვილა მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
ამ მხრივ აქცენტი გაკეთდა ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე. როგორც აღინიშნა, შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნისთვის ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პროცესს.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.