მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავა - მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია, ფინანსურ ბაზარზე რყევები კი მოკლევადიანი

news image
mbc image

ყველა ჩვენი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორი ძლიერია, ჯანსაღია, ისეთივე ჯანსაღი, როგორც 2023 წელს იყო. ასეა წელსაც, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის  2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

თურნავას თქმით, ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც გრძელდება და 2024 წლის პირველი სამი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8 პროცენტია.

 

„მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია. 2023 წელს საქართველოს რეალური მშპ წინასწარი მონაცემებით, 7.5%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ინვესტიციები იყო. კერძოდ, ეკონომიკურ ზრდაში ინვესტიციებმა 5.4 პპ-იანი წვლილი შეიტანა. ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც გრძელდება და 2024 წლის პირველი სამი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8 პროცენტია.


ამავდროულად, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 4.3 პროცენტი შეადგინა, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. სახეზე გვაქვს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებაც", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით,  არსებული ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტებისა და ტენდენციების ფონზე, გაცვლითი კურსი მყარდებოდა და გამყარებულ პოზიციას ინარჩუნებს. 

 

„2023 წელს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.1 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 14.8 პროცენტით გამყარდა, რამაც ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფლაციის შემცირებაში. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რომელიმე ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი ნეგატიურ დინამიკას განიცდის, აქედან გამომდინარე, ის მოკლევადიანი ცვლილება გამოწვეულია ხელოვნური აჟიოტაჟით, ნეგატიური მოლოდინებით, ქმნის არასტაბილურობის განცდას, აჟიოტაჟს ბაზარზე, რაზეც რეაგირებენ ბაზრის აქტორები, მაგრამ ვინაიდან ამას არ უდგას უკან არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი, არც ეკონომიკური და არც სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი", - აცხადებს ნათია თურნავა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა