მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

ნათია თურნავა - მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია

news image
mbc image

მოხარულები ვართ, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმასაქართველო ბაზრის განვითარების წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათიათურნავამ EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაშისაქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ახალი ანალიზის პრეზენტაციაზეგანაცხადა.

 

ერთობლივ ღონისძიებაზე EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა ოფიციალურად წარმოადგინესნაშრომი სათაურით "ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზემეტი წლის რეტროსპექტივა". ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსურილანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსურიინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი.

 

ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით მომზადდა.

 

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ორ მნიშვნელოვან ელემენტზე:ადგილობრივ ეკონომიკაში ქართული ლარის როლის გაზრდაზე და რეალურიეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი დაფინანსებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა დაინფრასტრუქტურის შექმნაზე.

 

ნათია თურნავას თქმით, EBRD-ის ხაზინის მიერ წარმოდგენილ ანალიზში კიდევერთხელ არის ხაზგასმული, რომ საქართველო პატარა ქვეყნის საინტერესო მაგალითიაღია ეკონომიკითა და ფინანსური სექტორით და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა,წარმატებას მიაღწია.

 

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეროვნულიბანკისა და მე ვიტყოდი,  მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უძლიერესიპარტნიორია.  ფინანსური ბაზრების განვითარების თვალსაზრისით, EBRD-თანგანსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს და  დღევანდელი ნაშრომი, რომელიცპირველად წარვადგინეთ, სწორედ ამ 10 წლიან, ძლიერ თანამშრომლობას ასახავს.განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს ერთობლივ გეგმებს კაპიტალის ბაზრისგანვითარების მიმართულებით. გარდა ამისა,  ვაგრძელებთ თანამშრომლობასფინანსური ბაზრის და მასზე წარმოდგენილი პროდუქტების უფრო მეტადდივერსიფიცირების მიმართულებითაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  EBRD-ი დედოლარიზაციის პროგრამის მხარდამჭერია, ასევე ძალიან დიდი წვლილი აქვს დამომავალშიც მხარს დაუჭერს  ეროვნული ვალუტის -  ლარის შემდგომ განმტკიცებას დამის დომინირებას სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტის სახით" - აღნიშნა ნათიათურნავამ.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ - თამარ იოსელიანი

06.07.2026.20:28

"ლენდლორდის" მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ მოდელზე, რომელიც არის ფართოდ აპრობირებული მსოფლიოში. ეს არის "ლენდლორდის" მოდელი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფო ააშენებს ძირითად ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას და დარჩება ნავსადგურის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის 100%-იანი წილის მესაკუთრედ. ამასთან, პორტში განთავსებული სპეციალიზებული ტერმინალები გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა საერთაშორისო ოპერატორებს და ინვესტორებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ ახალი მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე აქვთ შესაძლებლობა, მოიზიდონ დამატებითი ტვირთნაკადები, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გადანაწილდეს როგორც რისკები, ასევე მოხდეს ყველა ჩართული ქვეყნისა თუ კომპანიის ინტერესების გათვალისწინება ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა