მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამაზე - ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, ბაზარზე ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს

news image
mbc image

საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სებ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სამდღიანი ვორკშოპი ჩაატარეს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას  განცხადებით, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში კონკურენცია საფინანსო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორია. ჯანსაღი კონკურენცია საფინანსო სექტორში ხელს უწყობს ეფექტურობის გაძლიერებასა და მომხმარებლისთვის უკეთესი პროდუქტების მიწოდებას, მეტ ინოვაციას, დაბალ ფასებსა და გაუმჯობესებულ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას.

 

„ჩვენი საფინანსო ბაზარი კარგად არის განვითარებული, არის სტაბილური, მაგრამ ამავდროულად ბევრი ახალი მონაწილე შემოდის ბაზარზე. ჩვენ ლიცენზიებს გავცემთ ახალ ციფრულ ბანკებზე, ასევე ორი ახალი მიკრო ბანკი შემოემატა ბაზარს, არიან არასაბანკო მოთამაშეები - ვირტუალური აქტივის სერვისის მიმწოდებლები, ასევე საგადახდო სერვისის მიმწოდებლები. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, ბაზარზე ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში კონკურენცია გაზრდის საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობას, შეამცირებს დანახარჯებს და მოსახლეობასაც უფრო მისაღებ პირობებში ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ სერვისებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის მთავარმა ეკონომისტმა პიეტრო კალიჩემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია კონკურენციას ფინანსური სტაბილურობის კონტექსტში ვუყუროთ, რაც სებ-ის მთავარი მანდატია.

 

„საქართველოს ეროვნული ბანკი პროაქტიულად უდგებოდა ფინანსურ სექტორში კონკურენციის კანონის აღსრულებას. ახლა კი მას შეუძლია  არსებულ ძალისხმევას ექს-ანტე რეგულაციით კონკურენციის ხელშეწყობის უზრუნველყოფაც დაამატოს.  ღია ბანკინგის ჩარჩო, ციფრული ფინანსების ჩარჩო, სწრაფი გადახდის სისტემები და სხვა ექს-ანტე რეგულირების მაგალითებია, რაც წაახალისებს კონკურენციას. ჩვენი ტექნიკური დახმარების მიზანია, რომ ეროვნულ ბანკს დავეხმაროთ რეგულაციებს უფრო სისტემურად მიუდგეს და  გაითვალისწინოს წესებსა და რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებებისა თუ სიახლეების შესაძლო ზეგავლენა", - აღნიშნა პიეტრო კალიჩემ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებისა და კონკურენციის აღსრულების ექს-პოსტ (კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირების) მექანიზმების დანერგვის საქმეში. მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარება, რომელიც საფინანსო სექტორში კონკურენციის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ამჯერად ექს-ანტე აღსრულებაზეა ფოკუსირებული და სებ-ს  იმ რეგულაციების გამოვლენაში გაუწევს დახმარებას, რომლებიც შესაძლოა ბაზრის დინამიკას აფერხებდნენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა