მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილეს ფინტექ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება ყოველწლიური საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროს ლიდერებს აერთიანებს თითქმის მთელი მსოფლიოდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინანსური სექტორისთვის აქტუალური საკითხების განხილვას დაეთმობა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკის, ფინანსური მარეგულირებელი ორგანოებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

ფინტექ ღონისძიების ფარგლებში საქართველო საკუთარი პავილიონით წარდგება, სადაც საერთაშორისო აუდიტორიას ქვეყნის ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების გაცნობის შესაძლებლობა ექნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ღია საბანკო მომსახურების ჩარჩო, მარეგულირებელი სენდბოქსი, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა და საგადახდო სისტემების განვითარების პროექტი.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, სებ-ის საერთშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს საბანკო და ფინტექსექტორის წარმომადგენლები. დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს ფინტექასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალს დაესწრება „თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში გამართული ჰაკათონის გამარჯვებული გუნდიც, რომელსაც შესაძლებლობა ექნება საკუთარი იდეები და ინოვაციური გადაწყვეტები საერთაშორისო აუდიტორიას გააცნოს.

ფესტივალში, რომელიც წელს დაარსებიდან 10 წელს აღნიშნავს, მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი, გერმანიის ბუნდეს ბანკი, ინგლისის ბანკი, იაპონიის, ესპანეთის და დანიის ცენტრალური ბანკები, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. კერძო სექტორს კი ფინანსური და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ისეთი მსხვილი კომპანიები წარმოადგენენ, როგორებიცაა - J.P. Morgan, Visa, Mastercard, Ant International, Tencent, Amazon Web Services და სხვა კომპანიები.

ფესტივალის მთავარი თემაა „ფინანსური სისტემის მოახლოებული რეკონფიგურაცია: ახალი რისკები, ახალი წესები, ახალი ზრდა". დისკუსიები ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ტექნოლოგიებს, გეოეკონომიკას, კაპიტალს, ლიდერობასა და პოლიტიკას.

ფესტივალი 100-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის 70 000-ზე მეტ მონაწილეს გააერთიანებს.

სინგაპურში საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ვიზიტი სებ-სა და გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელს (GFTN) შორის არსებული გრძელვადიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა. GFTN-ის საერთაშორისო ღონისძიებების ქსელი მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებსა და ფინანსურ ცენტრებს აერთიანებს. მისი გეოგრაფია მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა სინგაპური, იაპონია, შვეიცარია, ინდოეთი, ავსტრალია, ესპანეთი და სხვა. საქართველო ამ ჩამონათვალს გასულ წელს შეუერთდა, როგორც „თბილისის ფინანსური სამიტის" მასპინძელი ქვეყანა.

შეგახსენებთ, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი" ეროვნულ ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და GFTN-ს შორის თანამშრომლობით იმართება და საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში პოზიციონირებას, გლობალურ პარტნიორებთან კავშირების გაღრმავებასა და ქვეყნის ფინანსური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება. ამ პარტნიორობის ფარგლებში წელს უკვე მეორედ გამართულ "თბილისის ფინანსური სამიტში" 60-მდე ქვეყნის ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა