მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავა საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის Clearstream - ის ხელმძღვანელებს შეხვდა

news image
mbc image

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის Clearstream-ის  ხელმძღვანელების - ფილიპ ბრაუნისა და რობერტ ტაბეტის შეხვედრა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაში ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი მონაწილეობდა.

Clearstream საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარია, რომელმაც საქართველო 2016 წლიდან შეიყვანა მის მიერ დაფარული ქვეყნების სიაში. აღნიშნული საშუალებას აძლევს უცხოელ ინვესტორებს შეიძინონ ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და Clearstream-ში შეინახონ. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ფონდების უმრავლესობა, რომლებიც ქართულ ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ, სწორედ Clearstream-ში ინახავენ. მათთვის Clearstream-თან თანამშრომლობა კომფორტულია, რადგან Clearstream-ს კარგად ესმის თუ როგორ ოპერირებს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებად ქვეყნებში, თავის თავზე იღებს ბაზარზე წვდომის ინფრასტრუქტურულ, საოპერაციო და სამართლებრივ მხარეს, რითაც თავის კლიენტებს ასეთ ბაზრებზე წვდომას უადვილებს.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა. განიხილეს ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოში. მათ შორის, ქართულ საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად რეგიონალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

შეგახსენებთ, რომ Clearstream ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი, 50-წლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის სტატუსის მქონე საფინანსო ორგანიზაციაა. კომპანია გლობალურ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების მომსახურების სფეროში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. Clearstream-ს მსოფლიოს 110 ქვეყანაში 2 500-ზე მეტი კლიენტი ჰყავს. მთლიანობაში, წამყვანი ევროპული დეპოზიტარული სერვისის მომწოდებელი Clearstream 14 ტრილიონი ევროს აქტივს მართვს. დეპოზიტარულ სერვისთან ერთად, კომპანია გირაოსა და საინვესტიციო ფონდების მართვაშიცაა ჩართული, რაც საშუალოდ წლის განმავლობაში 170 მილიონ საანგარიშსწორებო ოპერაციას მოიცავს. საუბარია 100-მდე სახეობის სხვადასხვა ვალუტაზე, მსოფლიო მასშტაბით 58 შიდა ბაზარზე და პლუს საერთაშორისო ბაზრის ოპერაციებზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა