მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

ნათია თურნავა სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, ეროვნული ბანკის  მიერ გატარებული პოლიტიკა ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.  ხაზი გაესვა ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელს, ფინანსურ სექტორში კაპიტალისა და ლიკვიდურობის ბუფერების სოლიდურ მაჩვენებლებს და აქტივების მაღალ ხარისხს. საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსა და მის განმსაზღვრელ ფაქტორებს.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ნათია თურნავას თქმით, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის გააქტიურების დეტალები. 

"საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, რომელსაც გავაცანით საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური  ვითარება, ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, სავალუტო ბუფერების გაძლიერების პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმები. მოხარულები ვართ, რომ საერთო ჯამში სავალუტო ფონდის მისიამ დადებითაც შეაფასა ეროვნული ბანკის პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯები", - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, სსფ-ის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ფინანსური სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია, გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, გატარებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი.

"მიხარია, როცა ვხედავ, რამდენი რამ შეიცვალა საქართველოში ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ. ბოლოს აქ 2005 წელს ვიყავი, ვითარება რადიკალურად შეცვლილია მას შემდეგ, ბევრად გამოცოცხლებულია აქაურობა და ძალიან მიხარია, ამ ცვლილებებს რომ ვხედავ", - აღნიშნა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები  ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი, სებ-ის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

14.08.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0233 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6162 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6171 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0233 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0191 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა