მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავა - ვიყავით და ვრჩებით საერთაშორისო სანქციების ერთგულები და არანაირი კონფლიქტი ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის არ არსებობს

news image
mbc image

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“  ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის არსებულ კომუნიკაციაზე და მათ პოზიციაზე ისაუბრა.

 

წამყვანის კითხვაზე, როგორია საფინანსო სექტორთან დაკავშირებით პროგნოზები და მოლოდინები, თურნავამ აღნიშნა, რომ არ შეიძლება მათ შორის განსხვავებული პოზიცია არსებობდეს.  „მათი და ჩვენი პოზიცია ერთია და არ შეიძლება განსხვავებული იყოს, რადგან ჩვენ ვართ ფინანსური ინსტიტუტების რეგულატორი და ჩვენც და კომერციული ბანკებიც არიან საქართველოში მოღვაწე სუბიექტები“-აღნიშნა თურნავამ.

 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მისი ბრძანების გამოცემის შემდეგ, არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა. თურნავამ კომერციული ბანკების მიერ სანქციებთან მიერთების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორ ქმედებად შეაფასა.

 

„მათი მხრიდან ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება. სწორედ იმის გამო, რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა აუცილებელი გახდა, მათ კიდევ ერთხელ საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების ერთგული არიან. შეგახსენებთ, როდესაც მეც მქონდა ბრიფინგი და პირველი კომუნიკაცია ამ სანქციების აღსრულების წესში შესწორების შეტანის შემდეგ, იმით დავიწყე, რომ ჩვენ ვიყავით და ვრჩებით საერთაშორისო სანქციების ერთგული. ასევე ვიცით და პატივს ვცემთ იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც თითოეულ ბანკს გააჩნია თავის საერთაშორისო პარტნიორებთან. საბანკო სისტემა მთლიანობაში რჩება საერთაშორისო სანქციის ერთგული და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს შესრულდეს“-აღნიშნა თურნავამ.

 

მისი განმარტებით, არანაირი კონფლიქტი ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის არ არსებობს. საუბარია იმაზე, რომ სწორი ბალანსი იყოს მოძებნილი საერთაშორისო სანქციის აღსრულების მექანიზმსა და ადგილობრივ კანონმდებლობას შორის.

 

 

„ჩვენ ბანკებთან მანამდე გვქონდა  კომუნიკაცია, მათი მესიჯებიც ვიცოდით და შეჯერებული იყო. აუცილებელი გახდა, რომ მათაც და ასოციაციასაც ეთქვათ, რომ- ჩვენ, საფინანსო ინსტიტუტები ვრჩებით სანქციების ერთგული და აღვასრულებთ. არანაირი კონფლიქტი ჩვენს შორის არ არსებობს. საუბარია იმაზე, რომ სწორი ბალანსი იყოს მოძებნილი საერთაშორისო სანქციის აღსრულების მექანიზმსა და ადგილობრივ კანონმდებლობას შორის.

კომერციულ ბანკებს შეუძლიათ და ვალდებულებიც არიან ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქციის ან საეჭვო კლიენტის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა საქართველოს მოქალაქეა თუ არა, სანქცირებულია თუ არა, ყველა აუცილებელ ზომას მიმართონ, რათა ასეთი ტრანზაქცია არ შედგეს და ჩვენ ვამოწმებთ მათ იმისთვის, რომ ეს ვალდებულება პირნათლად იყოს შესრულებული. ასე რომ, სწორი ბალანსი ამ თვალსაზრისით მონახულია. ასევე არ გამოვრიცხავ,  რომ საერთაშორისო პრაქტიკის დახვეწის კვალობაზე ჩვენც გავაგრძელოთ ამ მექანიზმების დახვეწა და ეს მოხდება მათთან კომუნიკაციით“-განაცხადა ნათია თურნავამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა