მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - "იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება" მიიღო მონაწილეობა.
 

სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე, საიმედო ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ გარემოზე და აღნიშნა, რომ რომ ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ისეთი რანგის საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ, როგორიცაა: Heritage Foundation, OECD, World Bank და ა.შ.
 

პანელური დისკუსიის ფარგლებში განიხილეს არაერთი ინიციატივა ფინტექის განვითარებისა და საერთაშორისო გადახდების მხარდასაჭერად, ასევე სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და პროექტები, რომლებშიც ქართული მხარე ჩართულია.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ამჟამინდელ ეკონომიკურ განვითარებას.

მისივე განცხადებით, არსებული დაბალი ინფლაცია, მზარდ ეკონომიკასთან ერთად, მხოლოდ რეალურ ეკონომიკაში პროდუქტიულობით აიხსნება, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებითაა განპირობებული.

პანელურ დისკუსიაში გამოსვლისას ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფანში საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის ასათვისებლად და რეგიონული ფინტექ ჰაბის ხელშეწყობის მიზნით, სებ-მა უკვე გაატარა გადამწყვეტი პოლიტიკა ფინტექის განვითარებისთვის. შემუშავდა  მარეგულირებელი ჩარჩო ლიცენზირების მკაფიო წესებით. ბოლო წლებში სებ-მა დანერგა ლიცენზირების სხვადასხვა რეჟიმი, როგორიცაა ციფრული ბანკინგის, VASP-ის და პლატფორმის ლიცენზიები.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოში საბანკო სექტორი მაღალი დიჯიტალიზაციით ხასიათდება და ძალიან აქტიურია ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით. ციფრულ გადახდებში არსებითი ზრდა ფიქსირდება, მობაილ ბანკის ტრანზაქციების ყოველწლიური გაორმაგება შეინიშნება, ეს კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დიჯიტალიზაციის და უნაღდო ანგარიშსწორების მომავალი ზრდისთვის. QR კოდები გადახდების სფეროში კი სულ უფრო ფართოდ ვრცელდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან ასევე ისაუბრა ციფრული ბანკების მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნებს შორის გადახდების გაზრდის კიდევ ერთი წყაროა.

"ეროვნული ბანკი მოწოდებულია, 2025 წლისთვის განახორციელოს მყისიერი გადახდების პროექტი, რაც საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადახდის სერვისებს. 2022 წლიდან სებ-ის ხელშეწყობით ამოქმედდა სამი ციფრული ბანკი, რომელთაგან ერთი ხელს უწყობს შეუფერხებელ ტრანზაქციებს ევროკავშირის ეკონომიკურ ზონასთან, ხოლო მეორე არის მსოფლიოში პირველი პროგრამირებადი ბანკი, რომელიც სინგაპურში დაარსდა", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ კორეის ბანკის პრეზიდენტი ჩენგ იონგ რი, სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორი სოპნენდუ მოჰანტი, ლიტვის ბანკის საბჭოს წევრი სიმონას კრეპშტა და კომპანია Raisin-ის დირექტორი თამაზ გიორგაძე. პანელს მოდერატორობა ფინტექ და ინოვაციების სფეროში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია CreatLink-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ანა მაი გაუწია.

პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინტექ კომპანია Elevandi-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა