მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავამ ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური მრგვალი მაგიდის დიალოგში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში მიიღო მონაწილეობა.

დიალოგში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში  წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.

წლევანდელ დიალოგში ევროკავშირის სამი ქვეყანა - ევროპული კავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ბელგია, მომავალი თავმჯდომარე უნგრეთი და პოლონეთი მონაწილეობდნენ. 

შეხვედრას უძღვებოდა ბელგიის ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ვინსენტ ვან პეტეგემი.
 

დიალოგის ფარგლებში საბჭომ დაამტკიცა ერთობლივი დასკვნა, რომელშიც ასახულია დიალოგის მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის მიღწევები. 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური გარემო და მონეტარული პოლიტიკის მიმართ გადადგმული ნაბიჯები. აღინიშნა, რომ საერთო ინტერესის გათვალისწინებით, ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო პერიოდის არასასურველ შოკებსა და სამომავლო ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებზე რეაგირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის პროაქტიულმა კორექტირებამ ხელი შეუწყო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას. დროულმა და საკმარისად გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ კი შეამცირა ინფლაციური მოლოდინები.

"2023 წლის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკა მიზნობრივ ინფლაციაზე გაცილებით დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. მომავლის თვალსაზრისით, ახლოვადიან პერსპექტივაში ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება, საშუალოვადიან პერსპექტივაში კი, თანდათან დაახლოებით 3%-მდე დასტაბილურდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, თუ ინფლაციის რისკები რეალურად დადგება, სებ-ი მზად არის, გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკის პოზიცია და შეაკავოს ინფლაციური ზეწოლა.

ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად მაღალ დონეს, დაახლოებით 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი ისტორიულად დაბალია. მისივე თქმით, საქართველოს ფინანსური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას.

ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ევროპის ცენტრალურ ბანკს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის.

ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური დიალოგი ყოველწლიურად იმართება და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, კანდიდატი ქვეყნები, მათი ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები, ევროკომისია და ევროპის ცენტრალური ბანკი მონაწილეობენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა