მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავამ თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრაში, რომლის მიზანიც CAREC-ის ქვეყნებს შორის ფინტექ სფეროში თანამშრომლობის იდეების განხილვაა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. სამუშაო შეხვედრას, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე ესწრებოდნენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ქვეყნების წარმომადგენლები, აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირები და სხვა, საფინანსო-საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, აღნიშნული ღონისძიების საქართველოში ჩატარება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის ნათელი დადასტურებაა და წარმოაჩენს ფინტექის მნიშვნელობას რეგიონული თანამშრომლობისთვის.

"საქართველომ ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების საქმეში; სავაჭრო ურთიერთობების მეშვეობით ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობდა ცოდნის გავრცელებას, კულტურული, ეკონომიკური და ტექნოლოგიური კავშირების გაღრმავებას. დღეს საქართველო კვლავაც შუა დერეფანში ვაჭრობის, ენერგეტიკის, ციფრული, სატრანსპორტო, ფინანსური და ლოგისტიკური მომსახურების ერთგვარ ღერძად გვევლინება. ამ ფუნქციის შესანარჩუნებლად საქართველო მუშაობს საგადახდო ინფრასტრუქტურის, მარეგულირებელი ჩარჩოს და საბანკო კანონმდებლობის ევროკავშირის სისტემებთან შესაბამისობაზე. ამავდროულად, ვაგრძელებთ ფინტექ სექტორის მუდმივ გაძლიერებას და ფინანსურ სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას, რითაც მტკიცედ მივყვებით CAREC-ის პროგრამის ამოცანების შესრულების გზას", - აღნიშნა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, CAREC-ის ქვეყნებში ფინტექის განვითარება საყოველთაო სიკეთის მომტანია და მისი ხელშეწყობა საერთო ამოცანაა.

"ფინტექ სფეროს მარეგულირებლებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობამ და ფინანსური სისტემების გაძლიერებულმა ინტეგრაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი რეგიონალური საგადახდო და საანგარიშსწორებო სისტემების ურთიერთდაკავშირებას, რაც შემდგომში დიდად დაეხმარება ვაჭრობას და გლობალურ ფინანსურ მთლიანობას", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნათია თურნავას განმარტებითვე, ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თვალსაჩინო ნაბიჯები გადადგა და რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიებისა და ძლიერი ფინანსური სისტემის მქონე  წამყვან ინსტიტუტად იქცა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა