ნავთობპროდუქტებზე ფასების პროგნოზირება შეუძლებელია, პლაცზე ყოველდღე ახალი ფასი დგება - ვახტანგ იობაშვილი
„ნავთობპროდუქტებზე ფასების პროგნოზირება შეუძლებელია. ვინც ამას აკეთებს მინდა ვურჩიო, რომ ყველა ფრთხილად იყოს. არავინ იცის რა იქნება ხვალ, პლაცზე ყოველდღე ახალი ფასი დგება და ამიტომაც პროგნოზი არასწორად მიმაჩნია“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა.
ქართულ ბაზრზე საწვავზე მაღალ ფასს იობაშვილი რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორის არის რუსეთის მიერ დაწყებული ომი, კონფრონტაცია ახლო აღმოსავლეთში და ეროვნული ვალუტის კურსი.
„მოგეხსნებათ, რომ რუსეთიდან შედარებით იაფ საწვავს ვყიდულობდით. ნავთობპრდუქტების ენაზე არსებობს ფორმულა „პლაცი პლიუსი“, ეს არის ევროპული ფასი, რუსეთი კი „პლაც მინუსით“ გვაძლევდა, ეს სერიოზული ფასდაკლება იყო.
ამიტომაც იყო, რომ თითქმის 4 ლარიანი საწვავი, შარშან ზაფხულში დაწყებული კლების დროს 2 ლარამდეც კი ჩამოვიდა. თუმცა მოგვიანებით რუსეთმა ნავთობის ექსპორტი აკრძალა, გამონკლისი მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებია.
ამ ყველაფერს ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომი დაემატა. ყველა ქვეყანა, რომელიც ახლა ომშია სანავთობო ქვეყნებია და თუ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ნავთობის ფასზე შესაბამის გავლენას იქონიებს. უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ლარის კურსი. მე რომ გითხრათ, რომ გაცვლით კურსს საწვავის ფასზე გავლენა არ აქვს მოგატყუებთ. საქართველო ნავთობს ყიდულობს დოლარში და ყიდის ლარში, როგორ შეიძლება აქ გავლენა არ იყოს?“ - აცხადებს იობაშვილი.
მომხმარებლებში მუდმივად არსებობს ერთი კითხვა, როგორ ხდება რომ გარე ფაქტორების გავლენა ქართულ ბაზარზე თითქმის მყისიერია?
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელს კომპანიების მარაგების თაობაზე ვკითხეთ. ვახტანგ იობაშვილი გვეუბნება, რომ არც ერთ არაბრენდირებულ კომპანიას არ აქვს იმის ფინანსური რესურსი რომ საწვავი დიდი მარაგებით შეიძინოს, რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, იობაშვილი ამბობს რომ ისინი იმ ოდენობის იმპორტს ახორციელებენ რისი შესაძლებლობაც აქვთ, ეს კი საშუაალოდ 3-4 000 ტონაა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826