მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

ნინო ჯელაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში ტრანსსასაზღვრო გადახდებისა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში პანელურ დისკუსიაში - „გადახდები საზღვრებს გარეშე: ფინანსური მომსახურების განვითარება რეგიონში“ მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარება, ტრანსსასაზღვრო ფინანსური მომსახურების გაუმჯობესება და რეგიონში ფინანსური ბაზრების დაკავშირების შესაძლებლობები.

ნინო ჯელაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობა, გადახდების სისტემების მოდერნიზება და მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია. ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) მოდერნიზაციასა და მყისიერი გადახდების სისტემის განვითარებაზე.

“ინოვაციების განვითარება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და პროგნოზირებად მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს” – აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

ნინო ჯელაძემ ასევე ისაუბრა ტრანსსასაზღვრო გადახდების მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, შუა დერეფნის გასწვრივ მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ქმნის უფრო სწრაფი, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების საჭიროებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობა, ტექნიკური სტანდარტებისა და მარეგულირებელი მიდგომების დაახლოება.

ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ციფრული აქტივებისა და სტეიბლკოინების პოტენციალზეც, რომლებსაც ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორების დაჩქარებისა და ტრანზაქციების ხარჯების შემცირების შესაძლებლობა აქვთ. ამასთან, მათი განვითარებისთვის აუცილებელია შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, გამჭვირვალობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

„საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა, რეგიონული პარტნიორობა და თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურა, რათა შუა დერეფნის გასწვრივ ფინანსური ბაზრების დაკავშირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ფინანსურ ტექნოლოგიურ კომპანიებს ექნებათ საჭირო ინფრასტრუქტურა, ხოლო საერთაშორისო ინვესტორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს - ნდობა გამჭვირვალე, უსაფრთხო და პროგნოზირებადი მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართ“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

მისივე განცხადებით, ფინანსური ინოვაციების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას, ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდასა და რეგიონული ფინანსური კავშირების განვითარებას.

პანელურ დისკუსიაში ნინო ჯელაძესთან ერთად მონაწილეობდნენ Ant International-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და მდგრადი განვითარების მთავარი ოფიცერი ლეიმინგ ჩენი და Neo Georgian Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი თამარ ტყეშელაშვილი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა Global Finance & Technology Network-ის (GFTN) წარმომადგენელი პატ პატელი.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Global Finance & Technology Network-ის (GFTN) თანამშრომლობით იმართება და ფინანსური ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ნაწილში სახელმწიფოს აქვს ტარიფის სუბსიდირების პროგრამები, რაც ძალაშია და რჩება - შოთა ბერეკაშვილი

28.10.2026.11:45

სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ნაწილში სახელმწიფოს აქვს ტარიფის სუბსიდირების პროგრამები, რაც ძალაშია და რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება სოციალურად დაუცველებისა და მოწყვლადი ჯგუფების ნაწილს, სახელმწიფოს აქვს სუბსიდირების პროგრამები. ეს ცვლილება მათ არ ეხებათ და ეს პროგრამები ისედაც ძალაშია და რჩება.

უბრალოდ, დღემდე ჩვენ გვქონდა ერთიანი მიდგომა ფიზიკური პირების მიმართ. სამომხმარებლო ტარიფზეა აქ საუბარი: ბევრს მოიხმარდნენ თუ ცოტას, ყველასთვის ერთიანი ტარიფი იყო. ახლა სატარიფო პოლიტიკა იქნება მსგავსი იმისა, როგორიც ელექტროენერგიაზეა, ჩემი აღქმით, მაგრამ ეს სემეკის გადასაწყვეტია. კომისია განსაზღვრავს.

ჩვენ ვქმნით საკანონმდებლო ჩარჩოს და ამ საკანონმდებლო ჩარჩოში ვაძლევთ უფლებამოსილებას, რომ დიფერენცირებული მიდგომა ჰქონდეს, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ. აი, ეს არის აღნიშნული კანონპროექტის ცვლილება“, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა