მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ნოვამ" ახალი საწარმო გახსნა

news image
mbc image

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებლის, კომპანია „ნოვას" ახალი საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

თბილისსა და ბათუმში კომპანიამ სამი ახალი საწარმოო მიმართულება საკუთარ პორტფელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით დაამატა.

შედეგად, „ნოვა" იქნება პირველი კომპანია ამიერკავკასიაში, რომელიც XPS-ის წარმოებას დაიწყებს. აღნიშნული პროდუქცია ფასადის, საძირკვლებისა და ჭერის დათბუნებისთვის გამოიყენება.

გარდა ამისა, კომპანია ქართული წარმოების 4 დასახელების წებო-ცემენტსა და ბეტეკის წებო-ცემენტს, ასევე შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალ მილებს შესთავაზებს მომხმარებელს.

ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედების მიზნით კომპანიამ ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 80 ადამიანი დაასაქმა. ჯამურად, „ნოვა" საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ნოვამ" სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა პროგრამებით პირველად წლების წინ ისარგებლა და დღეს სახეზეა მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამშენებლო სექტორში თვითუზრუნველყოფის ამაღლების კუთხით.

„აწარმოე საქართველოში" პროგრამის მხარდაჭერის შედეგად, კომპანია იწყებს ისეთი პროდუქციის წარმოებას, რაც მანამდე არ იწარმოებოდა საქართველოში და ეს უდიდეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის სამშენებლო სექტორის აქტიურად განვითარებაში.

აქამდე ძირითადად გამოიყენებოდა იმპორტირებული პროდუქცია, ახლა კი „აწარმოე საქართველოში" დახმარებით, გაჩნდა შესაძლებლობა, გვქონდეს ადგილობრივი წარმოება და ეს არა მხოლოდ საქართველოს ბაზარს მოხმარდეს და 120 მილიონი ლარის იმპორტი ჩაანაცვლოს, არამედ კომპანიას ეძლევა საშუალება, გავიდეს ექსპორტზე, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე.

ასევე უნდა აღინიშნოს დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. მოგეხსნებათ, დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება გვაძლევს საშუალებას, საქართველოსა და თურქეთში წარმოებული ნედლეული გამოყენებული იყოს ქართულ ან თურქულ პროდუქციაში და ეს პროდუქცია ევროპულ ბაზარზე კვოტების, ბარიერებისა და ტარიფების გარეშე, თავისუფალ რეჟიმში ივაჭრებოდეს.

„აწარმოე საქართველოში" პროგრამების მეშვეობით ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი მნიშვნელოვანი წარმოებებისა და საწარმოების მხარდაჭერას, რომ ქართული სამრეწველო სექტორი, მათ შორის სამშენებლო მასალების მწარმოებელი სექტორი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა