მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ოფშორების კანონით“ ბიზნესმენებს სახელმწიფომ მისცა სტიმული, რომ თავიანთი კაპიტალი შემოიტანონ საქართველოში, რაც ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - მიხეილ დუნდუა

news image
mbc image

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში მოქმედმა უცხო ქვეყნის ჯაშუშურმა ქსელმა, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, ტყუილებზე აგებული აჟიოტაჟი მოაწყო ეგრეთწოდებული „ოფშორების კანონის“ ირგვლივ. გარე დავალების შესაბამისად, თითქმის ყველა ადგილობრივმა მარიონეტმა ათასგვარი სიცრუე გაავრცელა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული კანონით სარგებლობით საქართველოს ბიუჯეტს თანხა დააკლო, თითქოს ამ კანონის მოქმედებით ხდება სანქციებისგან თავის არიდება, საუბარი იყო ოფშორული ზონებიდან კაპიტალის გადამალვის შესახებ და ასე შემდეგ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც მან აღნიშნა, „ოფშორების კანონით“ ბიზნესმენებს სახელმწიფომ მისცა სტიმული, წაახალისა ისინი, რომ თავიანთი კაპიტალი შემოიტანონ საქართველოში, აქ განახორციელონ ბიზნეს აქტივობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
„ათასგვარი სიცრუის კორიანტელში, შესაძლოა, საკითხში ნაკლებად ჩახედულ ადამიანს სიმართლის გარკვევა გაუჭირდეს, ამიტომ მარტივი ანალიზით გასაგები გახდება, რას ემსახურება „ოფშორების კანონი“, რეალურად რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა ამ კანონის მოქმედების შედეგად, რას წარმოადგენს ოფშორული ზონა და ბოლოს, აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ან საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ისარგებლოს საკუთარი სახელმწიფოს დაცვის გარანტიით და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით. 
პირველ რიგში „ოფშორების კანონი“ გავარჩიოთ. კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მარტივ რამეს ამბობს - თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გადაწყვეტს, რომ მის მიერ, ოფშორებში არსებული კაპიტალი შემოიტანოს საკუთარ ქვეყანაში, მას მიეცემა გარკვეული, ერთჯერადი შეღავათები. ამ ამბავში მთავარი არის ის გარემოება, რომ ბიზნესმენებს სახელმწიფომ მისცა სტიმული, წაახალისა ისინი, რომ თავიანთი კაპიტალი შემოიტანონ საქართველოში, აქ განახორციელონ ბიზნეს აქტივობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. მათემატიკურად რომ დავთვალოთ, ის ერთჯერადი შეღავათი, რომელსაც კანონი უწესებს მოქალაქეს ოფშორებიდან საქართველოში კაპიტალის გადმოტანის შემთხვევაში, რაც პრინციპში არათუ შეღავათად, არამედ სტიმულად, წახალისებად უნდა განვიხილოთ - საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რა სარგებელსაც მიიღებს ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში“, - წერს მიხეილ დუნდუა. 

მისივე თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია „მანივალის“ დასკვნით „ოფშორების კანონი“ სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან, ამიტომ, კანონის ავკარგიანობაზე მხოლოდ ან უვიცი, ან მიზანმიმართული მავნებელი თუ ილაპარაკებს. 

„ამ მარტივი ანალიზის მიღმა, კანონის შესახებ არსებობს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია „მანივალის“ დასკვნა. ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა ძირფესვიანად შეისწავლა „ოფშორების კანონი“ და საქართველოში გამოაგზავნა წერილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კანონი სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან და მათ არანაირი შენიშვნა ან განსხვავებული მოსაზრება არ გააჩნიათ. გამოდის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თანხვედრაშია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, რომ ქვეყანაში დამატებითი კაპიტალი შემოვიდეს და ეკონომიკის განვითარებას დაეხმაროს. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ - რომ არ ამოქმედებულიყო კანონი და კონკრეტული X კაპიტალი ქვეყნის გარეთ დარჩენილიყო, ამით ქვეყანას რამე მოემატებოდა? ცხადია არაფერი. ამიტომ, კანონის ავკარგიანობაზე მხოლოდ ან უვიცი, ან მიზანმიმართული მავნებელი თუ ილაპარაკებს“, - წერს მიხეილ დუნდუა.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა