ოფციური გაზის შესაძენად ნავთობისა და გაზის კორპორაციას 180 მლნ ლარი გამოეყოფა - გიორგი კაკაურიძე
2027 წლის ბიუჯეტის პროექტით ანაკლიის პორტისთვის 125 მლნ ლარი, ქუთაისის აეროპორტისთვის კი 65 მლნ ლარია გათვალისწინებული, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განათლებისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
ანაკლიის პორტის პროექტისთვის 125 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობის დასასრულებლად კი 65 მილიონი ლარი. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაწილში ძირითადად გვაქვს ის თანხები, რომლებიც მომდევნო წლის პროექტებს უკავშირდება. ანაკლიისთვის გათვალისწინებულია 125 მილიონი ლარი, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობის დასასრულებლად – 65 მილიონი ლარი, მთის კურორტებისთვის კი – 82 მილიონი ლარი. ამ პროექტების ნაწილი უკვე დაწყებულია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ოფციური გაზის შესაძენად დამატებით 180 მილიონი ლარი გამოეყოფა.
„180 მილიონი ლარი გამოეყოფა ნავთობისა და გაზის კორპორაციას იმისთვის, რომ წლის დასაწყისშივე შეიძინოს ოფციური გაზი, რომლითაც შემდგომში მთელი წლის განმავლობაში მომარაგდება მოსახლეობა“, – აღნიშნა კაკაურიძემ.
მისი თქმით, გამოყოფილი 180 მილიონი ლარიდან კორპორაცია 2027 წელს 100 მილიონ ლარს დააბრუნებს.
სხვა სიახლეები
ოფციური გაზის შესაძენად ნავთობისა და გაზის კორპორაციას 180 მლნ ლარი გამოეყოფა - გიორგი კაკაურიძე
16.11.2026.16:16