მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.1
-0.0079
flag
AZN 1.5281
-0.0011
flag
CNY 39.062
-0.0002
flag
EUR 2.9108
-0.0008
flag
GBP 3.4814
-0.0088
flag
KZT 57.36
0.0005
flag
TRY 0.052
0
flag
USD 2.5973
-0.0019
news banner

ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 5.9% შეადგინა

news image
mbc image

2026 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 3.9 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6 პროცენტით. შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ტანსაცმლის (12.0 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (8.2 პროცენტი) ჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.4 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.6 პროცენტით, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0.2 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.54 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (30.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.7 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.2 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 10.1 პროცენტით, რაც 0.98 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (12.8 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.6 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.4 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9.4 პროცენტი);
განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.53 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (8.8 პროცენტი), საშუალო განათლება (6.6 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (5.5 პროცენტი).

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის ცხრა თვის განმავლობაში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე $1,353 შეადგინა, რაც წლიურად 4%-იან ზრდას წარმოადგენს - TBC Capital

03.11.2026.11:00

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება: ყოველთვიური მიმოხილვა" აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია ბაზრის ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. ,,2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $3,061 მილიონი შეადგინა და წლიურად 23%-ით გაიზარდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპის შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს.

იმავე პერიოდის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში წლიურად 18%-ით გაიზარდა და 34,434 ერთეული შეადგინა.

2026 წლის ცხრა თვის განმავლობაში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე $1,353 შეადგინა, რაც წლიურად 4%-იან ზრდას წარმოადგენს.

2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა და კვ.მ -ზე $10.1 შეადგინა. ასევე, უძრავი ქონების ამონაგები წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.2%-ს მიაღწია. 

2026 წლის ცხრა თვეში ბაზარზე პოტენციური მიწოდება, რომელსაც გაცემული სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი ასახავს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა და დაახლოებით 854,000 კვ.მ შეადგინა", - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა