ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია აქ, ქვეყანაში სტაბილური ფონი, რაც ქმნის დამატებით შესაძლებლობას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკა - შოთა ბერეკაშვილი Galt & Taggart-ის გაზრდილ ეკონომიკურ მაჩვენებელზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილი გაზრდილი ეკონომიკურ პროგნოზს აფასებს, რომელიც Galt & Taggart-მა გამოაქვეყნა.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა გამოიხატება ისეთ წამყვან და სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა AI ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, გადაზიდვები, მშენებლობა, გადაზიდვა და ვაჭრობა. ეს თავის მხრივ ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნულ სექტორებში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით მოვახდინოთ ჩვენი სამუშაო რესურსის ინტეგრაცია ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში. ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია აქ. განსაკუთრებით პირველს გამოვყოფდი. ეს არის ქვეყანაში სტაბილური ფონი, რაც ქმნის დამატებით შესაძლებლობას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და მეორეს მხრივ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ეკონომიკის ნაწილში აწარმოებს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა - ზრდამ 8.9% შეადგინა - ვახტანგ ცინცაძე
16.06.2026.17:30
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, წელს იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური საშუალო ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2,364 ლარი შეადგინა.
„აღსანიშნავია, რომ ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის განსაკუთრებით მაღალი ხელფასები ფიქსირდება სადაზღვევო და საფინანსო სექტორში, სადაც საშუალო ხელფასის მაჩვენებელი 5,900 ლარს აჭარბებს. ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ინფორმაციისა და კომუნიკაციების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და სხვა სექტორებში", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ხელფასების ზრდას ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ამ მიმართულებით ვახტანგ ცინცაძე აქცენტს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე აკეთებს.
„ეს პროგრამები, ფაქტობრივად, ბიზნესსაქმიანობის მასტიმულირებელია და საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, აისახება დასაქმების და სამუშაო ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი დასაქმებულთათვის ხელფასების ზრდაზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის იმ მიმზიდველ გარემოს როგორც საინვესტიციო, ასევე სხვა ეკონომიკური მიმართულებებით, რაც საქართველოში ფიქსირდება" - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.